Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

SRS/SBRT სტერეოტაქსიური რადიოქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია.

სტერეოტაქსიური რადიოქირურგია – მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მეთოდია. სახელწოდების მიუხედავად, ის არ წარმოადგენს ქირურგიულ პროცედურას და ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნების სამკურნალოდ. ყველაზე ხშირად ამ მეთოდით თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს მკურნალობენ. აღნიშნული მკურნალობის დროს ხდება წარმონაქმნის ერთი ან რამდენიმე ფრაქციული, მაღალდოზირებული დასხივება. მკურნალობის ეფექტურობისთვის აპარატის სისტემა აკონტროლებს დასხივების პარამეტრების სიზუსტეს ყოველ 10 მილიწამში სხივური თერაპიის მთელი ციკლის განმავლობაში. დასხივების სიზუსტე განისაზღვრება მილიმეტრებში, რითიც უზრუნველყოფილია ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვა. სტერეოტაქსიური რადიოქიურგიის უპირატესობას სიზუსტის გარდა, წარმოადგენს მკურნალობის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი შემცირება.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19