Varian-ის უახლესი თაობის ორი ხაზოვანი ამაჩქარებელი TrueBeam

Varian-ის უახლესი თაობის ორი ხაზოვანი ამაჩქარებელი TrueBeam

 აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ამერიკული ფირმა Varian-ის უახლესი თაობის ორი ხაზოვანი ამაჩქარებელი TrueBeam

, რომელიც გამოიყენება რადიოთერაპიული მკურნალობისთვის. მასში ინტეგრირებული სპეციალური 3 განზომილებიანი კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით პაციენტს უტარდება ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებული სხივური თერაპია.

 

 ამ უახლესი თაობის ტექნოლოგიების საშაულებით დეპარტამენტში მომუშავე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები და სამედიცინო ფიზიკოსები გაცილებით დიდი სიზუსტით ახდენენ სამიზნე უბნის დასხივებასა და ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვას.

 

 აპარატი პაციენტისთვის მეტად კომფორტულია, რადგან მკურნალობის პროცედურა ხანმოკლეა და იგი ხანგრძლივად შეზღუდული არ არის.