პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფი

პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფი

ფირმა GE (General Electric)-ის უახლესი თაობის 5-რგოლიანი პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფი (პეტ/კტ) Discovery IQ საქართველოშია!

‼️ ამიერიდან პაციენტებს საშუალება აქვთ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ჩაიტარონ მთელი სხეულის პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია.

 

 Discovery IQ-ს გააჩნია PET-ის 5 რგოლიანი დეტექტორების სისტემა. ეს არის მთელი სხეულის პეტ/კტ სისტემის ახალი ვერსია, რომელიც მოიცავს კლინიკურად მნიშვნელოვან ინოვაციებს, რაც ემსახურება დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის შესაძლებლობების გაფართოებას და განახლებას.

 

 აპარატს გააჩნია:

 თანამედროვე გაუმჯობესებული Lightburst დეტექტორი, რომლის მგძრნობელობა F18-ით მონიშნული ფარმპრეპარატის მიმართ 2-ჯერ მეტია ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებთან შედარებით.

 დეტექტორების 5 რგოლიანი კონფიგურაცია ერთ პოზიციაში 26 სმ აქსიალური მხედველობის არეს დაფარვის საშუალებას იძლევა, რაც უდიდესია არსებულ ტექნოლოგიებში, და მნიშვნელოვნად ამცირებს გამოკვლევის დროს.

 VUE Point HD – 3 განზომილებიანი რეკონსტრუქციული ტექნოლოგია, რომელიც დეტექტორის გეომეტრიის მოდელირებით უზრუნველყოფს გარჩევადობის ზრდას.

 ASiR - ადაპტირებული სტატისტიკური იტერაციული რეკონსტრუქცია, რაც ამცირებს სხვადასხვა ორგანოების მიერ მიღებული სხივური დატვირთვის დოზას.

 აპარატის მნიშვნელოვანი კომპონენტია Q.clear - რეკონსტრუქციის სისტემა, რომელიც აუმჯობესებს გამოსახულებას, ამცირებს სიგნალი/ხმაურის თანაფარდობას, ზრდის გამოსახულების კონტრასტულობას.

 

 განყოფილებაში მუშაობენ ბირთვული მედიცინის სპეციალისტები და რადიოლოგები, რომელთაც ამერიკისა და ევროპის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

 

 დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 599 967 852 და 032 2 34 81 19.