სხეულის პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია

სხეულის პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია

ამიერიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ აკად.ფ თოდუას სამედიცინო ცენტრში ჩაიტარონ მთლიანი სხეულის პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია (პეტ/კტ).

 

კლინიკაში არსებულ ტომოგრაფს Discovery IQ გააჩნია PET-ის 5 რგოლიანი დეტექტორების სისტემა.

ეს არის მთელი სხეულის PET/CT კვლევის სისტემის ახალი ვერსია, რომელიც მოიცავს კლინიკურად მნიშვნელოვან ინოვაციებს, ემსახურება დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის შესაძლებლობების გაფართოებას და განახლებას.

 

დღესდღეობით 18F-ფტორდეზოქსიგლუკოზა (ფდგ) წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რადიოფარმპრეპრატს პოზიტრონ ემისიური კვლევისთვის.

 

PET/CT კვლევა მთელს მსოფლიოში გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების მართვაში. იძლევა რა მეტაბოლური აქტივობის ზუსტი ანატომიური ლოკალიზაციის დადგენის საშუალებას, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია შეუცვლელია ონკოლოგიური დაავადებების სტადირების, რესტადირების და მკურნალობაზე პასუხის შეფასებისთვის. შემთხვევათა დაახლოებით 30% -ში PET/CT ცვლის ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ტაქტიკას.

 

 

PET/CT გამოკვლევის ჩვენებები:

 

ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა (სტადირება/რესტადირება)

 რეციდივისა და/ან განგრძობითი ზრდის დადგენა, როცა კლინიკური და ანატომიური მონაცემები უარყოფითია (მაგ.მომატებული სიმსივნური მარკერების ფონზე)

 მეტასტაზური პროცესის და/ან პარანეოპლაზიური სინდრომის დროს პირველადი კერის დადგენა

 კეთილთვისებიანი/ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება

 მკურნალობის (ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, კომბინირებული) ეფექტურობის შეფასება

ბიოფსიისთვის საუკეთესო ლოკალიზაციის შერჩევა

 ქირურგიულ მკურნალობის დაგეგმარება

სხივური თერაპიის დაგეგმარება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 599 967 852 და 032 2 34 81 19.