მეცნიერება

Image
Image
Image

 

   კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არსებობის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია 3000 - ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და მონოგრაფიებში:

-   Наружные и внутренние свищи желчных путей и внутренних полостей (Тбилиси,1991)

-   მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის ატლასი (მოსკოვი, 1991)

-   ღვიძლის აბსცესების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ბუდაპეშტი, 1993)

-   Ультразвуковая диагностика хирургических заболеваний печени и желчных путей (Тбилиси,1993)

-   თავის ტვინის დაავადებათა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია( თბილისი, 2001)

-   ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თბილისი, 2001)

-   საყლაპავი მილის, კუჭისა   და თორმეტგოჯა   ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი (თბილისი, 2001)

-   თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ატლასი (თბილისი, 2006).

-  ცერებროვასკულურ   პათოლოგიათა   არაინვაზიური   სხივური   დიაგნოსტიკა (თბილისი, 2007)

-   კლინიკური ნეირორადიოლოგია (თბილისი, 2013)

 -  ექსტრაკრანიული   სისხლძარღვების პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა (თბილისი, 2014)

 -  საშვილოსნოს   ყელის,    საშოს და   ვულვის   დაავადებათა   კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკისა და მართვის საფუძვლები (თბილისი, 2014)

 -  პორტული ჰიპერტენზიის გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (2015)

 ინსტიტუტის თანამშრომლები წლების განმავლობაში რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციების მუშაობაში.

 კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საუნივერსიტეტო კლინიკაა. მის   ბაზაზე ფუნქციონირებს: ივ.   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი; თბილისის სახელმწიფო   სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის დეპარტამენტი; რეზიდენტურის პროგრამები რადიოლოგიაში, ონკოლოგიაში, რადიაციულ თერაპიაში, და დოქტორანტურა; კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სასწავლო ცენტრი, ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრი. არსებობის მანძილზე ინსტიტუტში დაცულია 85-ზე მეტი დისერტაცია, 21 გამოგონებაზე მიღებულია პატენტი, მომზადებულია 300-ზე   მეტი ექიმი   რადიოლოგი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობენ.

 მიღებულია 4 სახელმწიფო, 5 ეროვნული და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 9 სახელობითი პრემია.

 სხვადასხვა წლების   განმავლობაში მიღწეული   წარმატებებისათვის ინსტიტუტის

11   თანამშრომელი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 14 თანამშრომელი ღირსების მედლით. საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული პრემიები მიღებული აქვს ინსტიტუტის

16 თანამშრომელს. ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფს მიენიჭა:

-  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე   თარხნიშვილის პრემია შრომათა ციკლისათვის: “ჰემოდინამიკის თავისებურებანი მსხვილ სისხლძარღვებში და ათეროსკლეროზის ინიციალური ფაქტორები” (2007).

-  საქართველოს   მეცნიერებათა ეროვნული   აკადემიის   ზაზა ფანასკერტელი- ციციშვილის                პრემია   მონოგრაფიისთვის “ცერებროვასკულურ   პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა” (2008).

- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის   პრემია შრომათა ციკლისთვის “ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის დაავადებათა და პორტული ჰიპერტენზიის გართულებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში” (2010).

საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში ნაშრომისათვის:

- ახალი ტიპის   სამეცნიერო კვლევითი   ინსტიტუტის შექმნა და რესპუბლიკის სამედიცინო                პრაქტიკაში     დაავადებების   ადრეული   დიაგნოსტიკის ახალი მეთოდებისა და ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს უსისხლო ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების დანერგვა (1996).

- ხელოვნური   შარდის   ბუშტის   ფორმირება   ნაწლავის დეტუბულიზირებული სეგმენტით (2004).

 საქართველოს ეროვნული პრემია სამეცნიერო შრომებისთვის: 

- ინსულტის დაძლევის სტრატეგია   თანამედროვე სამედიცინო   ტექნოლოგიების განვითარების პირობებში (2010).

- ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები ფილტვის ადგილობრივად გავრცელებული კიბოსა და ტრაქეობრონქული   ხის სიმსივნური და ნაწიბუროვანი დაზიანების დროს (2011).

- ტუბერკულოზის პრობლემა საქართველოში (2012).

- კოხლეარული იმპლანტაცია საქართველოში: ბაზისური   კვლევები, აპრობაცია პრაქტიკაში (2012).

- ლეიკემიების   და ლიმფომების   დიაგნოსტიკისა   და მკურნალობის   თანამედროვე სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა შედეგების ოპტიმიზაციის მიზნით (2012).