მამოლოგია

მამოლოგია

ხელმძღვანელი – ზაზა ყატაშვილი,

მედიცინის დოქტორი

 

ინსტიტუტის მამოლოგიური განყოფილების

მიმართულებაა რეპროდუქციული ორგანოების

სიმსივნეების პროფილაქტიკა, გამოვლენა და

მკურნალობა, ძუძუს კიბოსა და კიბოსწინარე

დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და

კიბოსწინარე დაავადებების ონკოპრევენცია.

სტაციონარულ განყოფილებაში ტარდება

ძუძუს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი

სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა

ერთმომენტიანი და გადავადებული რეკონსტრუქციული და ონკოპლასტიკური მეთოდების

გამოყენებით; ინტრაოპერაციული მორფოლოგიური და ციტოლოგიური ექსპრეს

დიაგნოსტიკა. იმუნოჰისტოქიმიური კვლევა: „სენტინელის” სასიგნალო ლიმფური კვანძების

ბიოფსია: იღლიისა და პარასტერნალური მიდამოს ბიოფსია-თორაკოსკოპული მეთოდის

გამოყენებით.

ჩვენს კლინიკაში ზემოთაღნიშნული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი

ხორციელდება საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად.

Date

02 August 2018

Tags

ქირურგია