
ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილება
ხელმძღვანელი – თამარ ჭითანავა,
მეან - გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი
განყოფილება აღჭურვილია STORZ-ის უახლესი თაობის ენდოლაპარასკოპული ნაკრებით,
STORZ-ის 3D ლაპარასკოპული ნაკრებით, გინეკოლოგიური ჩარევებისთვის. ჰისტეროსკოპული
და ზოგად გინეკოლოგიური ნაკლებად ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე
ქირურგიული ინსტრუმენტებით, ულტრაბგერითი დანით “HARMONIC”, საკოაგულაციო
სისტემით “LIGASURE” და ლაზერული დანადგარით.
განყოფილებაში ტარდება:
- ლაპარასკოპული გინეკოლოგიური დიაგნოსტიკა.
- ლაპარასკოპული ჩარევები საშვილოსნოს, საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების
და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა პათოლოგიების დროს.
- ჰისტეროსკოპული დიაგნოსტიკა და ქირურგიული ჩარევები.
- რადიკალური ჰისტერექტომია მუცლის კვეთის, საშოსმხრივი და ლაპარასკოპული
მიდგომით.
- გაფართოებული ჰისტერექტომია ვერტჰაიმის მეთოდით.
- ქირურგიული პლასტიკა და პროთეზირება გენიტალური პროლაფსისა და შარდის
შეუკავებლობის დროს.
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.