ნეიროქირურგიის განყოფილება

ნეიროქირურგიის განყოფილება

ხელმძღვანელი –  დავით ბერძენიშვილი,

მედიცინის დოქტორი

 

განყოფილება აღჭურვილია:

Zeiss-ის ნეირო ქირურგიული

მიკროსკოპით Penteroopmi,

მაღალსიჩქარიანი ელექტრობორმანქანით AESCULAP,

უნივერსალური ნეიროქირურგიული საოპერაციო მაგიდით Maquet,

SORING - ის ულტრაბგერითი ასპი რატორით CUSA, ინტრაოპერაციული

პორტატული რენტგენის და ულტრაბგერითი აპარატებით SIEMENS.

განყოფილებაში ტარდება:

  • თავის ტვინის ინტრაცერებრული სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა უახლესი

ინტრაოპერაციული ფლუოროსკოპიის გამოყენებით.

  • თავისა და ზურგის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნების (სიმსივნე, აბსცესი,

პარაზიტული კისტა) მინიმალურად ინვაზიური მიკროქირურგიული მეთოდებით

მკურნალობა.

  • სელარული მიდამოს სიმსივნეების ტრანსკრანიული და ტრანსსფენოიდურტრანსნაზალური

ქირურგია.

 

ინტრაორბიტალური სიმსივნეების ქირურგია ტრანსკონიუნქტივური მიდგომით.

  • ნეიროვასკულური კო ნფ ლ ი ქტის (სამწვერა, სახის, ენისქვეშა ნერვების) ქირურგიული

მკურნალობა

  • კისრის I–II მალების პა თოლო გიათა ქირურგიული მკუ რნალობა ტრანსორალური მიდგომით.
  • ჰიდროცეფალიის ქირუ რგიული მკურნალობა – შუნტირება.
  • ხერხემლის დისკოგენური და სპონდი ლოგენური პათოლოგიების ქირურგიული

მკურნალობა.

  • ხერხემლის სვეტის მეტალო ფიქსაცია.
  • რეკონსტრუქციული ოპე რაციები პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე.
  • ინტრაოპერაციული ფლუოროსცენცია (თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობის

მეთოდი).

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში რეგიონში პირველად

დაინერგა თავის ტვინის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის უახლესი

მეთოდი – 5-ალმ ფლუოროსცენციის დახმარებით (BLUE 400 FROM Zeiss) წარმოებული

ინტრააქსიალური სიმსივნეების რეზექცია. ამ მეთოდით პაციენტი უშუალოდ ოპერაციის

წინ პერორალურად იღებს 5-ალმ, რაც იწვევს სიმსივნური ქსოვილის ფლუორესცენციას

(ნათებას). აღნიშნული მეთოდის საშუალებით ხდება სიმსივნის ვიზუალიზაცია და თავის

ტვინის საღი ქსოვილისაგან ადექვატური დიფერენციაცია, მისი მაქსიმალური რეზექცია,

რაც ზრდის რეციდივის გარეშე პერიოდსა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

Date

22 February 2018

Tags

ქირურგია