ფიზიო - ლაზეროთერაპიის განყოფილება   

ფიზიო - ლაზეროთერაპიის განყოფილება  

 

ხელმძღვანელი – მარიამ გრძელიძე

 

 განყოფილება  აღჭურვილია:

UNIPHY-ის (გერმანია), ბრიტანულ–ჩეხური BTL-ის და PHYSIOTOUCH-ის  (ფინეთი) ფირმის უახლესი  თაობის აპარატურით.

 

ტარდება შემდეგი ფიზიო-ლაზერთერაპიული პროცედურები:

  • ელექტრო, ულტრაბგერითი, ლაზერული, სითბური, აეროზოლ, მაგნიტური, ვაკუუმ და პრესო  თერაპია.
  • ინფრაწითელი და წითელი კლასტერული ლაზერთერაპია.

აღნიშნული პროცედურები გამოიყენება ნეიროქირურგიული, ზოგადქირურგიული (უროლოგიური,  ორთოპედიული, ონკოლოგიური) და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ  სარეაბილიტაციო  პერიოდში.

განყოფილებაში ტარდება:

  • ძვალსახსროვანი სისტემის, უროლოგიური, ნევროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, ანგიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და სხვა  დაავადებების სამკურნალოდ შემუშავებული კომბინირებული ფიზიოთერაპიული  კურსები.
  • სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდგომ ზემო კიდურების
  • შეშუპება.
  • სხივური თერაპიის შემდგომი ქსოვილების შეშუპება
  • სპორტული ფიზიოთერაპია
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ლიმფური შეშუპება
  • ფიბროზი, კელოიდი
  • დიაბეტური ანგიოპათია

ახალი  ფიზიო-ლაზერთერაპიის  აპარატი PhysioTouch წარმოადგენს ვაკუუმთერაპიის აპარატს, რომელიც  გვაძლევს სწრაფ  და  ეფექტურ შედეგს ოპერაციის  (მასტექტომიის და  ა.შ)  და სხივური  თერაპიის  შემდგომი   შეშუპების,  ფიბროზის,  კელოიდის, ტრავმის შემდგომი  დაზიანებების მკურნალობაში.

 მისი   მოქმედების    მექანიზმი    შემდეგია: ვაკუუმის – უარყოფითი წნევის ზემოქმედებით აქტიურდება  ლიმფოდრენაჟი – ტუმბოს მექანიზმი     და   ლიმფა მიედინება სწრაფად ლიმფური კვანძებისკენ, რაც ხელს უწყობს ქსოვილის გათავისუფლებას  ზედმეტი სითხისა და მეტაბოლური  ნარჩენებისაგან.

 

Date

05 September 2018

Tags

ლაზეროთერაფია