კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიების განყოფილება

კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიების განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი – ალექსანდრე ჩირინაშვილი,

ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი

 

განყოფილებაში ტარდება კანის ყველა ტიპის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების

დიაგნოსტიკა და მკურნალობა (კანის წარმონაქმნები, ხალები, პაპილომები, ანგიომები და

სხვ.), როგორც ფიზიკალური გასინჯვით, ასევე დერმატოსკოპის გამოყენებით.

განყოფილებაში ტარდება:

  • კანის კიბოს დროს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ქირურგიული ოპერაციები,

როგორც სიმსივნის ფართო ამოკვეთა ერთმომენტიანი პლასტიკით ადგილობრივი

ქსოვილების გამოყენებით, ასევე კანის თავისუფალი ნაფლეთის გადანერგვით.

  • მელანომის ქირურგიული მკურნალობა - მელანომის ფართო ამოკვეთა კანის

გადანერგვით.

  • იღლიისქვეშა და საზარდულის ლიმფადენექტომიები კანის კიბოს და მელანომების

მეტასტაზების დროს.

  • რბილქსოვილოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა

 (ფიბროლი პომა, ათერომა, ჰემანგიომა და სხვ.).

  • ყველა ტი პის რბილქსოვილოვანი სარკომების ქირურგიული მკურნალობა
  • რბილქსოვილოვანი სარკომების დროს კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები:

სიმსივნის ამოკვეთა, კუნთისა და სისხლძარღვების აღდგენა.

  • ყველა ტი პის ამპუტაციები და ეგზარტიკულაციები შორსწასული რბილქსოვილოვანი

და ძვლოვანი ავთვისებიანი პათოლოგიების დროს კიდურებსა და თითებზე.

  • ძვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.

 

Date

22 February 2018

Tags

ქირურგია