საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილება

საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილება

ხელმძღვანელი – მანანა ნინიძე, ფილოლოგიის დოქტორი.

ინსტიტუტს და მის პერსონალს პროფესიული კონტაქტები აქვს მსოფლიოს წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებთან: გერმანიაში (მიუნხენი, ბოხუმი), ავსტრიაში (ვენა, გრაცი), შვეიცარიაში (ჟენევა), ა.შ.შ. (ნიუ-იორკი, ბოსტონი), ბელგიაში (ლიუვენი), რუსეთში (მოსკოვი), თურქეთში (სტამბული) და სხვ.

განყოფილებას კავშირი აქვს სამედიცინო აპარატურის    მწარმოებელ    მსოფლიოს ყველა უდიდეს ფირმასთან, რომლებიც ინსტიტუტს აწვდიან ინფორმაციას უახლესი ტექნოლოგიების თაობაზე.

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული სისტემით რენტგენოლოგიური ფირების სკანირებისათვის, კომპიუტერში შეტანისა და დამუშავებისათვის – “FILM DIGITIZER  VIDAR VXR-12 PLUS”.

სამედიცინო გამოსახულების არქივირებისა და კომუნიკაციის ერთიანი საინფორმაციო სისტემა   AGFA   PACS   (Picture   Archiving   Communication   System).   PACS-ი   წარმოადგენს სამედიცინო საინფორმაციო სისტემას, რომელიც დაფუძნებულია DICOM  ტექნოლოგიაზე. იგი აერთიანებს რეგისტრატურას, ინსტიტუტის ყველა კლინიკურ და სადიაგნოსტიკო განყოფილებას ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რის შედეგადაც იქმნება ერთიანი სრულყოფილი სამედიცინო ელექტრონული არქივი.                                                                                                                                                                                                              

 

Date

05 September 2018

Tags

საზღვარგარეთთან ურთიერთობა