კლინიკური კვლევების განყოფილება

კლინიკური კვლევების განყოფილება

 

ხელმძღვანელი – ანა ბარამიძე

 

კლინიკური კვლევების განყოფილებაში ტარდება კვლევები მედიცინის სხვადასხვა დარგში: ონკოლოგია,  ნევროლოგია,  კარდი- ოლოგია,   ენდოკრინოლოგია, უროლოგია, რევმატოლოგია, პულმონოლოგია  და სხვა.

მიმდინარეობს I, II, III, IV ფაზის კვლევები, რომლებსაც ახორციელებენ კლინიკის  წა- მყვანი სპეციალისტები.

გამოცდილ   მკვლევართა გუნდის  მიერ ხდება პაციენტების   შერჩევა  განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და მიმდინარეობს მა- თი მონიტორინგი. ყოველივე ზემოთხსენებული პროცედურები დამტკიცებულია ლოკალური ეთიკური  კომისიის მიერ.

პაციენტებსა და ექიმებს  შორის არსებული მაღალი დონის  კოორდინაცია  იზიდავს  მსო- ფლიოს ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებს.

პაციენტები საფასურის  გადახდის  გარეშე იტარებენ    შესაბამის მაღალტექნოლოგიურ

დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია,  რადიოიზოტოპური  სცინტიგრაფია, ექოკარდიოგრაფია,  ლაბორატორული მომსახურება და  სხვ.),  ასევე  ღებულობენ ახალი თაობის  მედიკამენტებს.

მკურნალობის პერიოდში  პაციენტების უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს  სადაზღვევო კომპანიები და  მათი  უფლებები დაცულია ლოკალური ეთიკური  კომისიის მიერ.

ჩვენი გუნდი ერთადერთია საქართველოში, რომელიც  გაერთიანებულია პროფესიონალ კლინიკურ მკვლევართა ასოციაციაში და მუდმივად მონაწილეობს ასოციაციის შეკრებებსა და სიმპოზიუმებში.

Date

05 September 2018

Tags

ბიო განყოფილება