ონკოლოგიისა  და ჰემატოლოგიის განყოფილება

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილება

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის  განყოფილებაში პაციენტებს  ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ხდება უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად. განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეებისა და ლიმფომების მედიკამენტური მკურნალობა:  ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალობა წარიმართება როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარის პირობებში.

 განყოფილებაში ყოველდღიურად ტარდება კონსილიუმი და ინდივიდუალურად იგეგმება თითოეული პაციენტის გამოკვლევებისა და მკურნალობის ტაქტიკა. ამავდროულად,  ყოველკვირეულად იკრიბება მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც შედგება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან (კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი,  ნეიროქირურგი,  რადიოლოგი, პათოლოგოანატომი). თითოეული პაცენტის მდგომარეობის განხილვის შემდეგ იგეგმება პაციენტის შემდგომი მკურნალობის გეგმა. აღსანიშნავია, რომ მულტიდისცპილინარული  მიდგომები   მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკაშია დანერგილი და  თანამედროვე  ეფექტური მკურნალობის სტანდარტადაა მიჩნეული.

განყოფილება აშშ-ს კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჯგუფის წევრია  2016 წლიდან,  რაც განაპირობებს   განსაკუთრებით რთული შემთხვევების განხილვის შესაძლებლობას   ამერიკის წამყვან  ონკოლოგებთან  ერთად  პირდაპირი  ჩართვით ( live -რეჟიმით) ტელეხიდის მეშვეობით.

განყოფილების ექიმები ჩართულები არიან ევროპის ონკოლოგიის ასოციაციის უწყვეტი განათლების პროგრამაში და შესაბამისად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში. ასევე განყოფილება აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში და რეგულარულად ხდება საკუთარი კვლევების შედეგების დემონსტრირება  სამეცნიერო კონფერენციებზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

 

 განსაკუთრებით აღსანიშნავია  განყოფილების  ექთნების ჩართულობა უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში. ისინი ღებულობენ მონაწილეობას ESO -ევროპის ონკოლოგიის სკოლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში.

Date

31 August 2018

Tags

ონკოლოგია