რენტგენოლოგიური განყოფილება

რენტგენოლოგიური განყოფილება

განყოფილება  აღჭურვილია: SIEMENS-ის ფირმის დიგიტალური რენტგენდიაგნოსტიკური აპარატებით:  Luminos Fusion, ARCADIS Avantic, Axiom Icons MD , მობილური, სტაციონარული, დიგიტალური   ფლუოროსისტემით, რენტგე- ნოგრამების     დიგიტალური   დამუშავებითა და არქივირებით და ფირმა SIEMENS-ის მამოგრაფი MAMMOMAT 3000 NOVA.

განყოფილებაში ტარდება შემდეგი კვლევები:

  • გულმკერდისღრუსორგანოებისდაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოთა კვლევა: საყლაპავი მილის,  კუჭის,  წვრილი და მსხვილი ნაწლავების დინამიური კვლევა.
  • ირიგოსკოპია ორმაგი კონტრასტირებით.
  • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა – მი- მოხილვითი და  ინტრავენური  უროგრაფია, მიქციური, ანტეგრადული და რეტროგრადული

ცისტოგრაფია,  ურეთეროგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია.

  • საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის პოლიპოზიციური, სტაციონარული და პოსტოპ- ერაციული ღო - გრაფია.
  • სარძევე ჯირკვლის დაავადებათა  რენტგენოლოგიური  დიაგნოსტიკა (მამოგრაფია), დუქტოგრაფია.
  • ბილიარული სისტემის  რენტგენოლოგიური    გამოკვლევა:    ანტეგრადული    და რეტროგრადული            ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, ინტრა    და   პოსტოპერაციული ანტეგრადული ქოლანგიოგრაფია.
  • ფისტულოგრაფია სხვადასხვა ლოკალიზაციის დროს. განყოფილებაჩართულია ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში

 

განყოფილებაში  დამონტაჟებულია ფირმა Siemens უახლესი   თაობის  დიგიტალური რენტგენო-ფლუოროსკოპული   სისტემა Luminos Fusion  FD    ციფრული  დეტექტორით, რომლის ანალოგი     დღესდღეობით  არ     მოიპოვება არა მხოლოდ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში,  არამედ კავკასიის რეგიონში

Date

31 August 2018

Tags

ონკოლოგია