ულტრა ბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება

ულტრა ბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება

განყოფილება   აღჭურვილია:   სივრცობრივი   გამოსახულების   მიღების,   ელასტოგრაფიის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატებით: ფირმა TOSHIBA-ს APLIO 500 PLATINUM, APLIO XG (4D), ARTIDA 4D APLIO MX, XARIO XG, firma  SIEMENS - is ACUSON ANTARES 4D აპარატებით  გამოსახულების  დამუშავების  და გამოთვლების  სრული  პაკეტით.

განყოფილებაში ტარდება:

  • ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის,  წინამდებარე   ჯირკვლის,  სარძევე,   ფარისებრი  ჯირკვლებისა და        პერიფერიული  ლიმფური  კვანძების,    მცირე   მენჯის  ორგანოების,   საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის ულტრაბგერითი კვლევა.

 

  • თავის ტვინის მაგისტრალური   და ინტრაკრანიული სისხლძარღვების,  მუცლის ღრუსა და ზედა და ქვედა  კიდურების სისხლძარღვების  დუპლექს  სკანირება.
  • ნაყოფის განვითარების    ანომალიების ადრეული                      დიაგნოსტიკა ელექტრონულ მატარებლებზე  (დისკი, მეხსიერების ჩიპი) სხეულის            სტრუქტურების   სივრცობრივი გამოსახულების (3D/4D) გადატანა.

 

            სადიაგნოსტიკო  პუნქციური  ბიოფსია ულტრაბგერითი  კონტროლით  სხვადასხვა პათოლოგიების  დროს,  მადრენირებელი-სამკურნალო მანიპულაციების  წარმოება.

  • ფარისებრი, სარძევე ჯირკვლის, მუცლის  ღრუს  ორგანოების, რბილქსოვილოვანი მოცულობითი წარმონაქმნების,   ლიმფური კვანძების   ელასტოგრაფიული შეფასება. ღვიძლის დიფუზური  (ფიბროზული)  ცვლილებების კვლევა  შჰეარ ჭავე Eლასტოგრაპჰყ მეთოდით.

 

სამეცნიერო მიმართულებებია:

-           ცერებრული ჰემოდინამიკის შეფასება საძილე არტერიების  ათეროსკლეროზისა და არტერიული ჰიპერტენზიის  პირობებში;

-           ქვემო კიდურების  ვენური თრომბოზების დიაგნოსტიკა,  თრომოემბოლიის მაღალი რისკ-ჯგუფის გამოვლენა;

-                       პერიფერიული  ლიმფური  კვანძების     ვასკულარიზაციის  კორელაცია   სარძევე ჯირკვლის კიბოს მორფოლოგიურ ტიპთან.

-     მენჯის კონგესტიური  სინდრომის დიაგნოსტიკა

Date

31 August 2018

Tags

ონკოლოგია