მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილება

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილება

განყოფილება     აღჭურვილია     0.35,      1.5 და 3.0 ტესლა სიმძლავრის 5 მაგნიტურ- რეზონანსული  ტომოგრაფით: MAGNETOM OPEN (0.35T), MAGNETOM AVANTO Fit (1.5T), MAGNETOM AERA (1.5T), MAGNETOM SKYRA (3.0T) da MAGNETOM VERIO (3.0T) (SIEMENS) პროგრამებისსრულიპაკეტით(ნევროლოგიური, ანგიოლოგიური, კარდიოლოგიური, ონკოლოგიური,  ორთოპედიული,  მუცლისა და მცირე მენჯის, პედიატრიული).

განყოფილებაში ტარდება:

  • თავის ტვინის სტრუქტურული კვლევა.
  • თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების სპექტროსკოპია, მრტ-ანგიოგრაფია.
  • თავის ტვინის ფუნქციური გამოკვლევები.
  • თავის ტვინის თეთრი ნივთიერების ტრაქტოგრაფია.
  • თავის ტვინის პერფუზიული და დიფუზიური კვლევა, იშემიური დაზიანების გამოვლენა მწვავე სტადიაში,  სიმსივნური  წარმონაქმნების  ხასიათის  დიფერენცირება.
  • თავის ტვინის მეტაბოლიტების  მრ  სპექტროსკოპული  კვლევა.
  • მუცლის ღრუსა  და  მცირე მენჯის ღრუს  ორგანოთა მრტ  კვლევა, ღვიძლის ელასტოგრაფია,  უკონტრასტო ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, თირკმლის  დინამიური კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული  ანგიოგრაფია.
  • საყრდენ-მამოძრავებელი სი- სტემის         სტრუქტურული    და ფუნქციური  კვლევა.
  • სარძევე ჯირკვლის მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია.
  • პედიატრიული პაციენტების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
  • მთლიანი ორგანიზმის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
  • გულის მაგნიტურ- რეზონანსული კვლევა.
  • Liver Lab –  ღვიძლის ფუნქციური  კვლევა, ღვიძლის  სპექტროსკოპია.

კლინიკაში  დამონტაჟებულ ფირმა  SIEMENS-ის   3  ტესლიან  აპარატს Magnetom Verios-ს შეემატა   ბოლო  თაობის   მეორე  3   ტესლიანი  მაგნიტურ რეზონანსული   ტომოგრაფი Magnetom Skyra.  MAGNETOM SKYRA  4G  ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უახლესი  თაობის ტომოგრაფიაა, რომელიც  აღჭურვილია სრული ტექნოლოგიური პაკეტებითა და კვლევის უახლესი  რეჟიმებით. აღნიშნული   აპარატი   გამოირჩევა   ზუსტი  გამოსახულებითა და უსწრაფესი ვიზუალიზაციით.  ეს   აპარატი საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, კარდიოლოგიური,   მთლიანი    ორგანიზმის,   პედიატრიული,   ანგიოგრაფიული,  ონკო- ლოგიური  და   გინეკოლოგიური    დაავადებების   გამოვლენისთვის.    სხვა     მაგნიტურ- რეზონანსულ ტომოგრაფიებთან  შედარებით  გამოსახულება გაუმჯობესებულია  50%-ით. აპარატი აღჭურვილია პერფუზიისა  და დიფუზიის 4G  რეჟიმებით.  Mაგნეტომ შკყრა  თავის ტვინის  სპექტროსკოპიული  და ტრაქტოგრაფიული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა.  აგრეთვე სპეციალური  პროგრამული უზრუნველყოფით Lივერ Lაბ  ხდება ღვიძლის სტრუქტურების უფრო დეტალური შესწავლა, კონტრასტირების გარეშე დგინდება ესა  თუ ის პათოლოგიური პროცესი. აღნიშული აპარატი გამოირჩევა სპეციალური პედიატრიული პროგრამული  უზრუნველყოფით.  Mაგნეტომ შკყრა   ნაკლებად  ხმაურიანი ტომოგრაფიაა. ხმაური შემცირებულია 70%-ით.  აპარატის ფართე და მოკლე გვირაბი ძალზე კომფორტულია მძიმე  წონის და კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისათვის.

სამეცნიერო მიმართულებები :

-           თავის  ტვინის   თეთრი   ნივთიერების  ტრაქტოგრაფიული  კვლევა   ფოკალური ეპილეფსიების შემთხვევებში.

-           გლიური სიმსივნეების ჰისტოლოგიური ქვეტიპების დიფერენციალური დიაგნოსტიკა დიფუზურ-ტენზორული  გამოსახულების და  სპექტროსკოპიული   მონაცემების საფუძველზე.

-   თავის   ტვინის  მორფომეტრიული   ცვლილებები   მანგანური  პარკინსონიზმის

შემთხვევებში.

-           სისხლისა და სისხლძარღვის კედლის ვისკოელასტიურობის განსაზღვრა მაგნიტურ- რეზონანსული  ანგიოგრაფიით.

-           დიფუზურ-შეწონილი  გამოსახულებების   გამოყენება    პროსტატის  სიმსივნეების მალიგნიზაციის  ხარისხის  დასადგენად.

-           პერფუზიული   პარამეტრების     შესწავლა    სარძევე   ჯირკვლის   სიმსივნეების ავთვისებიანობის დასაზუსტებლად.

 

Date

31 August 2018

Tags

ონკოლოგია