კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება

კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება

განყოფილება  აღჭურვილია ფირმა  SIEMENSIS-ის   მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფებით:  Somatom Definition AS – 20”,  “Somatom Sensation – 64”,  “Somatom Definition Edge –  384“ და ფირმა Toshiba-ს  კომპიუტერული ტომოგრაფით “AQUILION ONE – 640”.

 

განყოფილებაში ტარდება:

  • თავის ტვინის, ქალას  ძვლების, ხერხემლის  სვეტის,  გულმკერდის,  მუცლისა  და მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა.
  • კტ-ანგიოგრაფია.
  • თავის ტვინის პერფუზიის შესწავლა.
  • არაინვაზიური კომპიუტერულ  ტომოგრაფიული    კორონაროგრაფია  –     კვლევა ხასიათდება  მაღალი  სიზუსტით. არ  საჭიროებს  ჰოსპიტალიზაციას.  პროცედურა გრძელდება 10-15 წთ.
  • კტ-დენსიტომეტრია – ძვლის მინერალური სიმკვრივის რაოდენობრივი  შეფასება და ოსტეოპოროზის ხარისხის დადგენა.
  • ვირტუარული ბრონქოსკოპია  და   კოლონოსკოპია    სპეციალური   პროგრამების გამოყენებით.
  • სხვადასხვა ინტერვენციული პროცედურები.

 

განყოფილების სამეცნიერო მიმართულებები:

-              მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ქვედა  კიდურების არტერიების მაობლიტირებელი დაავადებების შეფასებაში.

-              მრავალშრიანი კომპიუტერული  ტომოგრაფიის  დიაგნოსტიკური  ღირებულების შეფასება                ფილტვის  არტერიის თრომბოემბოლიის,  კორონარული  არტერიების პათოლოგიათა დიაგნოსტიკაში.

-              მრავალშრიანი  კომპიუტერული   ტომოგრაფიის    როლი  კისრის   არტერიების პათოლოგიათა  შეფასებაში.

-   თავის ტვინის პერფუზიული კვლევა ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიათა დროს.

ფირმა  Toshiba - ს  640 - შრიანი კომპიუტერული          ტომოგრაფი AQUILION   ONE     -     640    წა- რმოადგენს      უახლესი      თაობის კომპიუტერულ           ტომოგრაფს, რომელიც  სხვა    კომპიუტერული ტომოგრაფებისაგან განსხვავებით, დასხივების                  მინიმალური დოზით   და    კვლევის  ხანმოკლე დროით     გამოირჩევა.    აპარატი აღჭურვილია ნეირო, ურგენტული, გულის    (კტ     კორონაროგრაფიის) და    ონკოლოგიურ პათოლოგიათა პროგრამული უზრუნველყოფით.

Date

31 August 2018

Tags

ონკოლოგია