კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი – თამარ რუხაძე,

მედიცინის დოქტორი

 

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება მაღალკვალიფიციური    სამედიცინო პერსო- ნალით  და მოწინავე  ტექნოლოგიების გამოყენებით მზადაა  მედიცინის    უახლესი მიღწევების      საფუძველზე    პაციენტებს   ჩაუტაროს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. განყოფილების მულტიდისცი პლინურ გუნდში ჩართული  არიან: მაღაკლვალიფიციური   დი- აგნოსტები, კლინიკური   ონკოლოგები, მო- რფოლოგები,   ქირურგები, რადიოლოგები, ფიზიოთერაპევტი  და ტკივილის მართვისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ექსპერტი.  მხოლოდ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტშია შესაძლებელი ონკო- ლოგიურ დაავადებათა გენეტიკური ანალიზის ჩატარება და  მის 

საფუძველზე დამიზნებითი თერაპიის    დაგეგმვა,       რაც    მსოფლიოში

დღესდღეობით ონკოლოგიურ დაავადებათა წარმატებით მკურნალობის  საწინდარია. კლინიკური ონკოლოგიის  განყოფილებაში   პაციენტებს  სტაციონარულ  პირობებში

საშუალება  აქვთ   ჩაიტარონ  ქიმიო-,   იმუნო-,   ჰორმონო- თერაპია  როგორც მონო,   ასევე პოლიქიმიოთერაპიის  სახით და სხივურ თერაპიასთან  კომბინაციაში.

სტაციონარული  მომსახურეობა საშუალებას    იძლევა    მკურნალობა   წარიმართოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო  პერსონალის მუდმივი   მეთვალყურეობის  ქვეშ,  რაც მნიშვნელოვნად  ამცირებს   მოსალოდნელ  გართულებებს და  ხელს   უწყობს  რთული დაავადების მკურნალობის დაძლევაში. სტაციონარის პირობებში – პაციენტებს უტარდებათ მაღალხარისხიანი  მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად  უახლესი კლინიკური რეკომენდაციების და პროტოკოლების მიხედვით.

მხოლოდ კლინიკური  მედიცინის  სამეცნიერო კვლევით  ინსტიტუტშია შესაძლებელი პაციენტებმა  მიზანმიმართულ   ონკოლოგიურ  მკურნალობასთან ერთად  ჩაიტარონ დამხმარე  – შემანარჩუნებელი თერაპია და გაიარონ პოსტ  ქიმიოთერაპიული  თუ სხივური თერაპიის შემდგომი  რეაბილიტაცია, ტკივილის მართვა   და სიმპტომური თერაპია.

ინსტიტუტში არსებული უახლესი დიაგნოსტიკურ-ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები საშუალებას აძლევს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მულტიდისცი პლინურ გუნდს დინამიურ რეჟიმში შეაფასოს პაციენტთა მდგომარეობა. განყოფილებაში ტარდება ყოვლკვირეული   განხილვა –   კონსილიუმი,  სადაც  ხდება  პაციენტთა   მდგომარეობის შეფასება  სხვადასხვა პროფესიონალთა  მონაწილეობით.

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების პროფესიონალები ჩართული არიან სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაში და მუდმივად მონაწილეობენ მსოფლიოს საერთაშორისო სამეცნიერო თუ პრაქტიკულ  კონფერენციებსა და ფორუმებში.

Date

03 August 2018

Tags

ონკოლოგია