ბრაქითერაპია სხივური რადიოქირურგია

ბრაქითერაპია სხივური რადიოქირურგია

მიმართულების  ხელმძღვანელი – ქეთევან ბაქანიძე

 

,,ბრაქითერაპია“ ანუ „კონტაქტური რადიოთერაპია“ სხივური თერაპიის ერთ-ერთი

მიმართულებაა, რაც გულისხმობს რადიაქტიური წყაროს სიმსივნესთან მაქსიმალურად

ახლოს მოთავსებას სათანადო აღჭურვილობით ე.წ. ,,აპლიკატორებით’’.

ბრაქითერაპია, როგორც მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდი, ფართოდ გამოიყენება

მსოფლიოში. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ რადიაქტიური

წყაროს უშუალოდ სამიზნე მოცულობასთან მიტანით გვეძლევა საშუალება რადიკალურად

მაღალი დოზით დავასხივოთ სიმსივნური წარმონაქმნი და ამავდროულად მაქსიმალურად

დავიცვათ ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილები.

ტექნოლოგიურმა წინსვლამ განაპირობა ის, რომ დღეს უკვე ბრაქითერაპია ფართოდ

გამოიყენება კანის, ქალის სასქესო ორგანოების, წინამდებარე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის,

თავ-კისრის და საყლაპავის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. კლინიკური მედიცინის

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბრაქითერაპიის დეპარტამენტი, რომელიც უახლოეს

მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას, მზადაა ონკოლოგიურ პაციენტებს შესთავაზოს ამ

ტი პის მომსახურების სრული პაკეტი.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დამონტაჟებულ უახლესი

თაობის ფირმა VARIAN-ის სწორ ხაზოვან ამაჩქარებელს TrueaBeam-ს ძალიან მალე შეემატება

უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოქირურგიული სისტემა EDGE.

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის,

სადაც დამონტაჟდება აღნიშნული აპარატი. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა დამონტაჟებულია

ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და ამერიკის ყველაზე მოწინავე ონკოლოგიურ კლინიკებში.

წარმოადგენს უახლესი თაობის რადიოქირურგიულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც

ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად ჩაიტარონ

რადიოქირურგიული მკურნალობა. ამ აპარატის საშუალებით ტარდება როგორც ინტრა,

ასევე ექსტრაკრანიული წარმონაქმნების მაღალდოზირებული ერთ ან რამდენიმე

ფრაქციული რადიოქირურგიული მკურნალობა.

სხვა რადიოქირურგიული სისტემებისგან განსხვავებით EDGE გამოირჩევა სიზუსტითა

და მკურნალობის სისწრაფით, ტარდება როგორც 3 განზომილებიანი რადიოქირურგიული

მკურნალობა, ასევე RapidArc და IMRT. აღნიშნული სისტემის მეშვეობით სიმსივნესთან

მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი.

აღნიშნული აპარატი რადიაციულ ონკოლოგებსა და სამედიცინო ფიზიკოსებს რთული

შემთხვევების დროს მკურნალობის სხვადასხვაგვარი ვარიანტების შერჩევის საშუალებას

აძლევს.

EDGE-ით მკურნალობა შეუძლიათ ისეთ პაციენტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში

სხივურ თერაპიას ვერ ჩაიტარებდნენ.

აღნიშნული აპარატი წარმოადგენს ოქროს სტანდარტს რადიოქირურგიული პაციენტების

მკურნალობაში.

აპარატი აკონტროლებს დასხივების პარამეტრების სიზუსტეს მკურნალობის მთელი

ციკლის განმავლობაში.

უახლესი თაობის აპარატურა, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან კლინიკებში

მიღებული გამოცდილების მაღალკვალიფიციური კადრები, აპარატის პარამეტრების

კონტროლი როგორც აპარატის სისტემის, ასევე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების

მიერ და უახლესი თაობის საიმობილიზაციო საშუალებები იძლევა საშუალებას

მკურნალობის გვერდითი მოვლენები მინიმუმადე იქნას დაყვანილი.

 

Date

03 August 2018

Tags

ონკოლოგია