რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი

ხელმძღვანელი – მიხეილ ბარამია,

მედიცინის დოქტორი

 

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში

ტარდება თავის ტვინის, თავ-კისრის, ფილტვის,

სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, კუჭ-ნაწლავის

ტრაქტის ორგანოების, შარდ-სასქესო

სისტემის ონკოლოგიური დაავადებების,

თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი

მეტასტაზების სხივური თერაპია დასხივების

თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით:

  • 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული

სხივური თერაპია.

  • IMRT ინტენსივობა მოდულირებული

სხივური თერაპია.

  • RapidArc.
  • SRS/SBRT სტერეოტაქსიური რადიო-ქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური

რადიოთერაპია.

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია VARIAN-ის ფირმის 2 უახლესი

ხაზოვანი ამაჩქარებლით TRUEBEAM-ით და რადიოქირურგიული სისტემით EDGE. მასში

ინტეგრირებულია სპეციალური კომპიუტერული ტომოგრაფი 3D გამოსახულების მიღებისა

და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, რომლის საშუალებით პაციენტს

უტარდება ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებული სხივური თერაპია.

ეს უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გაცილებით დიდი სიზუსტით,

ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით მოხდეს სამიზნე უბნის მაქსიმალური

დასხივება. აპარატი ავადმყოფებს უადვილებს სამკურნალო პროცედურებს, რადგან

მოცემული უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველჰყოფს დასხივების პროცედურის სწრაფ

ჩატარებას; შესაბამისად, პაციენტს აღარ სჭირდება მკურნალობის დროს ხანგრძლივად

იყოს შეზღუდული.

აპარატის სისტემა აკონტროლებს დასხივების პარამეტრების სიზუსტეს ყოველ 10

მილიწამში სხივური თერაპიის მთელი ციკლის განმავლობაში.

EDGE და TRUEBEAM-ი მკურნალობის შანსს აძლევს ისეთ ავადმყოფებს, რომლებიც სხვა

შემთხვევაში ვერ ჩაიტარებდნენ სხივურ თერაპიას; ექიმებს აქვთ რამდენიმე პათოლოგიური

კერის ერთდროულად დასხივების შესაძლებლობა, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი

ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.

ეს აპარატურა უზრუნველყოფს სუნთქვასთან სინქრონიზებულ სხივურ თერაპიას, რაც

კლინიცისტებს პაციენტის სუნთქვით ციკლთან მიმართებაში სიმსივნის მდებარეობის

კორელაციის საშუალებას აძლევს.

Date

03 August 2018

Tags

ონკოლოგია