ქირურგიული უროლოგიის განყოფილება

ქირურგიული უროლოგიის განყოფილება

 

ხელმძღვანელი – ზაალ კვირიკაშვილი

 

განყოფილება და საოპერაციო ბლოკი

აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, ბოლო

თაობის “STORZ”-ის ფირმის ლაპარასკოპული

და ენდოსკოპური სამედიცინო აპარატურით,

ასევე “SIEMENS”-ის ფირმის ეოპით, რომელიც

გვაძლევს საშუალებას ინტრაოპერაციულად

“LIVE” რეჟიმში განისაზღვროს ორგანოს

ფუნქცია და შეფასდეს ოპერაციის

შედეგის ხარისხი, რათა აცილებული იქნას

გართულებების რისკები და რეოპერაციების

საჭიროებები.

უროლოგიურ განყოფილებაში ტარდება:

  • საშარდე გზების ინფექციური და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების

დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

  • მამაკაცის ერექციული დისფუნქციის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის

დიაგნოსტიკა და მკურნალობა: (უნაყოფობა, ასთენოსპერმია, ოლიგოსპერმია,

ტერატოსპერმია, აზოოსპერმია).

  • სპერმის მიკროსკოპული და კომპიუტერული ანალიზი და სპერმის მიკროქირურგიული

ასპირაცია კრიორეზერვაციის მიზნით.

  • ვარიკოცელეს დიაგნოსტიკა ულტრათანამედროვე “TOSHIBA – APLIO 500 Platinum edition”

ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიული რეჟიმით და მიკროქირურგიული

კორექცია (პლასტიკა)

  • წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, წინამდებარე

ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰი პერპლაზიის ტრანსურეთრალური რეზექცია (TUR)

ტრანსვეზიკალური ადენომექტომია.

  • წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა

და მართვა (რადიკალური პროსტატექტომია ლაპარასკოპული  მიდგომით, სხივური

თერაპია, ჰორმონოთერაპია, და ქიმიოთერაპია), ტრანსრექტალური ექოდამიზნებით და

ელასტოგრაფიული ნავიგაციით, ბიოფსია ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ (EAU – ევროპის

უროლოგთა ასოციაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით).

  • ურეთეროსკოპია, ცისტოსკოპია, შარდის ბუშტის წარმონაქმნის ტრანსურეთრალური

მიდგომით ბიოფსია და რეზექცია.

  • შარდსაწვეთის კათეტერიზაცია (სტენტირება) ტრანსურეთრალური და პერკუტანული

მიდგომით, ზოგად-უროლოგიური და ონკო-უროლოგიური ოპერაციები ენდოსკოპიური

და ლაპარასკოპული  მიდგომებით, ასევე ღია ქირურგიული ოპერაციები.

Date

03 August 2018

Tags

ქირურგია