
ბიოგრაფია
დაიბადა 1944 წელს, ქალაქ ზუგდიდ- ში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968–1990 წწ. მუშაობდა მოსკოვის ა. ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, სა- დაც გაიარა გზა რიგითი მეცნიერ - თანამ- შრომლიდან სსრკ-ში პირველად მის მიერ შექმნილი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელამდე. 1981 წ. გაიარა ექვსთვიანი კურსი კომპიუტერული ტომოგრაფიის ასათვისებლად გერმანიაშaი.
1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დის- ერტაცია, ხოლო 1984 წელს – სადოქტო- რო დისერტაცია. 1988 წელს მიენიჭა პრო- ფესორის წოდება. 1991 წელს დააარსა და დღემდე ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტი- ტუტს. 1998 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო აკადემიის სამედიცინო რა- დიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით. 1998 წლიდან დღემდე არის საქა- რთველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი, სპეციალობა – “სამედიცინო რადიოლოგია და რენტგენოლოგია”. 1999 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახ- ელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად. 2004–2013 წწ. იყო საქართველოს მე- ცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად არის აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 2008–2012 წწ. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
არის 650-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის ავტორი, მათ შო- რის, 2 მონოგრაფია გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ, მიღებული აქვს 5 საავტო- რო და 15 საპატენტო მოწმობა გამოგონებაზე, არის 85-ზე მეტი სადოქტორო დის- ერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე.
არის ა. ა. ვიშნევსკის (1979), ა. ვ. ვიშნევსკისა (1986) და ა. ჩაჩავას (1994) პრემიების ლაუ- რეატი სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის. სსრკ (1988) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორი ორდენით (1996, 2006), მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (1998). დაჯილდოებულია ევროპის ღირსების ორდენით ერთიანი ევროპის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის (1999), მალტის ორდენით (1999), მიღებელი აქვს ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999), ანდრია პირველწოდებულის ორდენი (2000) და ალბერტ შვაიცერის ორდენი „ჰუმანიზმი- სა და ხალხის სამსახურისთვის“ (2003). საფრანგეთის მთავრობის მიერ დაჯილდოებულია ჯილდოთი - “მადლიერების ჯვარი” დიდი ქველმოქმედებისა და საქმის ერთგულებისათვის (2004). ზაზა ფანასკერტელის დიდი ოქროს მედალი (2003), გ. მუხაძის მედალი (1993) „ქარ- თული ქირურგიის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის“, ივ. ჯავახიშვილის ოქროს მედალი (2004) „საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო სწავლების აღდ- გენისა და მედიცინის ფაკულტეტის აღორძინების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათ- ვის“. 2008 წელს მიენიჭა ზაზა ფანასკერტელი- ციციშვილის სახელობითი პრემია მონო- გრაფიისათვის “ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა”.
2008 წელს არჩეულია ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრად. 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორ- გასლის ორდენით. 2010 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით.
2010 წელს მიენიჭა აკად. Gგრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია. 2012 წელს დაჯილდოვდა აკად. ფერდინანდ თავაძის საპატიო მედლით “მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის”. 2014 წელს გადაეცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი @”საქართველოში მედი- ცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის”. ამავე წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო მედლით უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარების ხელშეწყობისათვის.
2010 წელს აირჩიეს ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსად,
2010 წელს – გრაცის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2012 წელს – რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური მეცნიერებების აკადემიის ნამდვილ წევრად და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. Aამავე წელს მიენიჭა საქართ- ველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 2014 წელს მინიჭებული აქვს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ექსპერტთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარის წოდება. 2016 წელს მიენიჭა საქართველოს ტე- ქნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.
არის მრავალი ასოციაციის, საზოგადოების, ფედერაციის, სახელმწიფო კომისიებისა და სხვადასხვა საბჭოს წევრი; არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქარ- თული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი; ჟურნალ “რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე”-ს მთავარი რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნუ- ლი აკადემიის ჟურნალ “მაცნეს” ბიომედიცინის სერიის მთავარი რედაქტორის მოადგ- ილე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ “მოამბის”, ჟურნალების «Вестник рентгенოлогии», «Медицинская визуализация» (მოსკოვი), „კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა“, „საქართველოს სამედიცინო მოამბე“, „Georgian Medical News”-ის სარე- დაქციო კოლეგიების წევრი.