ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, (ხელმძღვანელი -აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა) - კეთილგანწყობილი, კომფორტული  გარემო, პროფესიონალი ექიმები, საუკეთესო სამედიცინო აპარატურა, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინტელექტუალური პოტენციალი.
1991 წლიდან  - დაარსებიდან დღემდე - ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში, სადაც შესაძლებელია პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდეს სრულყოფილი დიაგნოსტიკა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ბრიტანული ორგანიზაციის Lloyd’s Register - ის მიერ
2015 წელს ინსტიტუტს გამოკვლევებისათვის და მკურნალობისთვის 40 000-ზე მეტმა პირველადმა პაციენტმა მიმართა. პაციენტებს შორის  მაღალია უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობა. ჩატარდა 4000-ზე მეტი გეგმიური ქირურგიული მკურნალობა.  ადამიანები ნდობას უცხადებენ ინსტიტუტს და კლინიკის ექიმებს.
  • კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება: 4 მრავალშრიანი (64-დან 640 შრემდე) კომპიუტერული ტომოგრაფი,  Toshiba-ს ფირმის 640 შრიანი  “AQUILION ONE”, საშუალებით სხვა კვლევებთან ერთად კეთდება არაინვაზიური კომპიუტერულ ტომოგრაფიული კორონაროგრაფია.
  • მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფიის განყოფილება:  5 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი  - სამი 1,5 და ორი 3 ტესლა სიმძლავრის. ადამიანის სრული სხეულის გამოკვლევის შესაძლებლობა (Whole body MRI), მრ-მამოფრაფია, მაგნიტურ რეზონანსული სპექტროგრაფია, ტრაქტოგრაფია, ლივერლაბი, დიფუზია და სხვა სადიაგნოსტიკო პროგრამები. ფრიზ-პროგრამა ბავშვებისა და მძიმე პაციენტების გამოკვლევისათვის სუნთქვის შეჩერების გარეშე.
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება:  პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი აპარატურა, დოპლეროგრაფია, ელასტოგრაფიის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.
  • რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილება:  3 ციფრული რენტგენოგრაფიული აპარატი დიგიტალური ფლუოროსისტემით და  მამოგრაფით
  • რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი: Varian-ის ფირმის (აშშ) 2 უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებელი  TrueBeam. 3D გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული სხივური თერაპია, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული სხივური თერაპია, RapidArc, SRS/SBRT სტერეოტაქსიური  რადიოქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია. უზრუნველყოფს ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებულ სხივურ თერაპიას, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.
 
  • ქიმიოთერაპიული განყოფილება : ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ტარგეტული თერაპია.
  • ბირთვული მედიცინის განყოფილება:  ფირმა SIEMENS-ის 2 გამა-კამერით სხვადასხვა ტიპის რადიოიზოტოპური კვლევებისთვის.
  • ენდოსკოპიის და ენდოქირურგიის განყოფილება:  ფირმა OLYMPUS -ის Exera-II და Exera-III  თანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური აპარატებით.
  • უახლესი კლინიკური, იმუნოლოგიური, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები.
  • სრულად ავტომატიზირებული პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ლაბორატორია
  • მოლეკულური დიაგნოსტიკის და ონკოლოგიური გენეტიკის ლაბორატორია.
  • 5 საოპერაციო ბლოკი: თორაკო-აბდომინალური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, მამოლოგიური, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული და ნეიროქირურგიული ჩარევისთვის -  ენდოქირურგიული და 3D ლაპარასკოპიული ტექნიკით
ინსტიტუტის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას აზრით, წარმატების მთავარ წინაპირობას პროფესიონალთა გუნდი წარმოადგენს: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვიზიდოთ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მონდომებული და საქმისათვის თავდადებული ადამიანები. საუკეთესო რამ, რასაც ვაკეთებთ ჩვენთვის და დარგის მომავლისთვის, პროფესიულ ზრდა-განვითარებაში ინვესტირებაა.  შედეგად, ვიღებთ პროფესიონალიზმს, რომელიც თავის მხრივ, ხარისხის გარანტიას წარმოადგენს“
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი ერთმნიშვნელოვნად  ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი სამედიცინო დაწესებულება და საუნივერსიტეტო კლინიკაა, უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დიპლომის შემდგომი განათლების ბაზა რადიოლოგიაში, რადიაციულ ონკოლოგიაში, ქიმიოთერაპიაში, ონკოქირურგიაში და სხვა სამედიცინო დისციპლინებში.  პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად პრიორიტეტულია სამეცნიერო მუშაობა. დიდი ყურადღება ექცევა კლინიკური კვლევების განხორციელებას და მიმდინარეობს I-II-III-IV ფაზის მულტიცენტრული კლინიკური კვლევები.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს მჭიდრო საქმიანი კონტაქტები აქვს ევროპის და ამერიკის მრავალ წამყვან კლინიკასთან.
ინოვაცია,  პროფესიონალიზმი და ხარისხი - ეს არის ის სამი ძირითადი კომპონენტი, რამაც  განაპირობა  კლინიკის უპირობო ლიდერობა  საქართველოს სამედიცინო ბაზარზე.  ეს არის გარემო, სადაც პაციენტები თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ; თანამშრომლები - ამაყი და მოტივირებულები, ხოლო პარტნიორები - ყოველთვის კმაყოფილნი არიან.

ჩვენი გუნდი

გიორგი წივწივაძე - გენ.დირექტორი,მედიცინის დოქტორი

Image

ნინო ჯღამაძე - ინსტიტუტის დირექტორი,მედიცინის დოქტორი

Image
Image

მაკა მაღლაკელიძე, ინსტიტუდის დირექტორის მოადგილე ონკოლოგიის დარგში,მედიცინის დოქტორი

Image

სოფიო კახაძე - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში,მედიცინის მეცნიერება დოქტორი,პროფესორი

Image

ნინო თოდუა - დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში,მედიცინის დოქტორი

ონკოლოგია
ონკოლოგია – ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ონკოლოგიური პაციენტების მართვა მოიცავს დაავადების ადრეული გამოვლენის,სკრინინგის,სრულყოფილი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკისა და საერთაშორისო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაფუძნებული მკურნალობის უახლესი მეთოდების გამოყენებას.
 
ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ინსტიტუტის ბაზაზე ჩაიტარონ კომბინირებული და კომპლექსური მკურნალობის ყველა კომპონენტი:
 
ონკოქირურგიული მკურნალობა,ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია,იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია,რადიოთერაპია.
 
თითოეული ონკოლოგიური პაციენტის დეტალური გამოკვლევა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ.
 
2015 წლიდან ინსტიტუტი ახორციელებს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებს.
ჩატარდა საქართველოს რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესები (1997, 2003, 2010,
2016) და საერთაშორისო კონფერენციები:
- ახალი ტექნოლოგიები მედიცინაში (1994)
- რადიოლოგია ათასწლეულის მიჯნაზე (2000)
- ახალი ტექნოლოგიები ახალ ათასწლეულში (2001)
- ახალი ტექნოლოგიები რადიოლოგიაში (2002)
- ახალი მიმართულებები რადიოლოგიასა და ინტერვენციულ მედიცინაში (2007)
- ჰი პერთერმია კლინიკურ ონკოლოგიაში (2011)
- ენდოქირურგიის თანამედროვე მიღწევები (2012)
- საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესები
(2013, 2014, 2015, 2016)
მეცნიერება