ივანე კილაძე

ივანე კილაძე

ივანე კილაძე - კლინიკური ონკოლოგი, ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

2003 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

 დიპლომის შემდგომი განათლება ონკოლოგიაში მიიღო ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ქ. სანკტ-პეტერბურგი), რომლის დამთავრების შემდგომ მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კლინიკურ ონკოლოგად.

გაიარა სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში ( თურქეთი, გერმანია, ისრაელი, შვეიცარია, ავსტრია)

 2008წლიდან მუშაობს საქართველოში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში: „წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი“, „ავერსის კლინიკა“, „ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი-ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა“.  

2016 წლიდან მუშაობს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში, ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად.

2005 წლიდან ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის  ( ESMO) აქტიური წევრი

2014წ –დან ასოციაცია „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი

2016 წ-დან საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის საბჭოს  წევრი

2014 წელს ჩააბარა ევროპის ონკოლოგთა საერთაშორისო გამოცდა და აიღო ევროპის სამედიცინო ონკოლოგის სერტიფიკატი  (მადრიდი, ესპანეთი)

2018-2019წ სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტში (University of Zurich)  ფილტვის კიბოს მკურნალობის სამეცნიერო პროგრამაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მასტერის ხარისხი. 

 

მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.

 

გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი ისეთ სამედიცინო ჟურნალებში როგორიცაა “The Breast”, “Annals of Oncology”, “ Journal of Thoracic Oncology”.

 

2016წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში USMD Program-ის მოწვეულ ლექტორად.

 

Date

09 August 2019

Tags

ონკოლოგია