დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი

მედიცინის დოქტორი-ნეიროქირურგი, ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო N1 კლნიკურ საავადმყოფოში ზოგად ქირურგიაში, აკად. კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში ანესთეზიოლოგია-რეანიმაციაში.

მუშაობდა რკინიგზის N2 საავადმყოფოში ნეიროქირურგიის განყოფილებაში ნეიროქირურგად.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

2000 წლიდან მუშაობს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ნეიროქირურგად.

კვალიფიკაცია გაიარა ნეიროქირურგიაში ქ. ბოხუმის (გერმანია) რურის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქ. გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქ. მურნაუს (გერმანია) ბავარიის სამხარეო საავადმყოფოში, ქ. პრაღის (ჩეხეთი) მოტულის მრავალპროფილურ საავადმყოფოში.

არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

არის მსოფლიო და ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციების წევრი.

 

Date

11 September 2018

Tags

ქირურგია