აკაკი ნადარეიშვილი

აკაკი ნადარეიშვილი

 პროფესორი-ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

გაიარა სპეციალიზაცია უროლოგიაში კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1972-1974 წლებში გაიარა ორდინატურა მოსკოვის ი. სეჩენოვის სახ. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც ორდინატურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯერ კლინიკურ ორდინატორად, ხოლო 1981 წლიდან ამავე კლინიკის ონკო-უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად.

1990 წლიდან მუშაობს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში, საქართველოში პირველ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად.

არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის გამგეობის, ევროპის უროლოგთა და რადიოლოგთა ასოციაციების წევრი.

 დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

Date

11 September 2018

Tags

რადიოლოგია