მამუკა გვენცაძე

მამუკა გვენცაძე

მამუკა გვენცაძე - ნეიროქირურგი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში ზოგადი ქირურგიის განხრით; 
ნეიროქირურგიაში: ქ. კიევის (უკრაინა) პ.ლ.შუპიკის სახელობის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში; 
სტაჟირება გაიარა ქ.ნიუ-იორკის (ა.შ.შ) „ლენოქს-ჰილ“ ჰოსპიტალში; 
ქ. ბოხუმის (გერმანია) რურის საუნივერსიტეტო კლინიკაში;
ქ. არნსბერგის (გერმანია) ვილჰელმის საუნივერსიტეტო კლინიკაში;
ქ.ლეიდენის (ნიდერლანდები) მცირეინვაზიურ სპინალურ ქირურგიაში;
მუშაობდა: ნეიროქირურგად: აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში; დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში; კლინიკა „ჯეოჰოსპიტალს“ -ში; 
2015 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში;
მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

Date

04 August 2018

Tags

ქირურგია