გიორგი წივწივაძე

გიორგი წივწივაძე

პროფესორი- ექიმი-რადიოლოგი, ეროვნული პრემიის ლაურეატი, გენერალური დირექტორი, კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.


1994 წლიდან მუშაობს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში   კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში ჯერ ექიმ-რადიოლოგად, ხოლო 2002 წლიდან ამ განყოფილების ხელმძღვანელად.

 

1997 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

 1996, 1997 და 2000 წლებში სტაჟირება გაიარა გრაცის (ავსტრია), ათენის (საბერძნეთი) საუნივერსიტეტო კლინიკებში.


მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში (ავსტრია, ჩეხეთი, ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, მოსკოვი).

გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო ნაშრომი


არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის, საქართველოს  რესპირატორთა ასოციაციის წევრი.


არის  ეროვნული პრემიის ლაურეატი  მეცნიერების დარგში.

 

Date

04 August 2018

Tags

ტომოგრაფია