თეიმურაზ იოსელიანი

თეიმურაზ იოსელიანი

თეიმურაზ იოსელიანი

მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გრ. მუხაძის სახ. პრემიის ლაურეატი.

დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა აკად. ე. ფიფიას საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკაში ექიმ-ორდინატორად, ამავე კლინიკაში 1973 წლიდან დააფუძნაენდოსკოპიური განყოფილება და პირველმა საქართველოში დაიწყო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობა. კვალიფიკაცია გაიარა ენდოსკოპიაში ქ. მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1991 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად.
არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფია “ენდოსკოპიის ატლასი”. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. არის საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში: ჩიკაგო (ა.შ.შ), ლონდონი (ინგლისი), ვენა, გრაცი (ავსტრია), ბუდაპეშტი (უნგრეთი), პრაღა (ჩეხეთი), სტამბული (თურქეთი), მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი).

Date

04 August 2018

Tags

ენდოსკოპია