ქეთევან უგულავა

ქეთევან უგულავა

ქეთევან უგულავა - ექიმი ნევროლოგი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო ნევროლოგიაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიის განყოფილებაში და პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში.
15 წლის განმავლობაში მუშაობდა პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად ანგიონევროლოგიურ და რეანიმაციულ განყოფილებაში.
2016 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ - ნევროლოგად;
მუშაობდა „ფაიზერ ლუქსემბურგ სარლი“- წარმომადგენლობის კარდიო-ვასკულური და ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელად;
მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი ინსულტის მართვის, ფსიქოგენური დაავადებების, ნევროზული აშლილობების, პარკინსონიზმის, ტრემორის, დისტონიის და სხვა დაავადებების მართვასა და მკურნალობაში.
მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.
ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

 

Date

04 August 2018

Tags

ნერვოლოგია