
ირინა გაგუა
მედიცინის დოქტორი - გინეკოლოგი, ონკოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ნ.ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ქ. მოსკოვში (რუსეთი)
მიღებული აქვს სამეცნიერო ხარისხი.
კვალიფიკაცია გაიარა: Nyu Langone Center ქ. ნიუ-იორკში (ა.შ.შ), კლერმონ-ფერანის კლინიკაში (საფრანგეთი). ლაპარასკოპიულ გინეკოლოგიის მიმართულებით სტაჟირება გაიარა უკრაინის ქალაქ ვინიცის ენდოქირურგიულ ცენტრში ინომედი ( Iнномед Центр Едохирургიი ) და რეგიონულ კლინიკურ ონკოდისპანსერში (Винницкий областной клинический онкологический диспансер).
მუშაობდა კლინიკურ ორდინატორად ნ.ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის ცენტრში; ექიმ-გინეკოლოგად ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში გინეკოლოგიის განყოფილებაში; ექიმ-გინეკოლოგად ს/ს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში.
2016 წლიდან მუშაობს გინეკოლოგ-ონკოქირურგად აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილებაში.
მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.
არის მრავალი სამედიცინო ასოციაციის წევრი