Open/Close Menu ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

განყოფილების ხელმძღვანელი – ონკო-მამოლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა ყატაშვილი ინსტიტუტის მამოლოგიური განყოფილების მიმართულებაა რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების პროფილაქტიკა, გამოვლენა და მკურნალობა, ძუძუს კიბოსა და კიბოსწინარე დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და კიბოსწინარე დაავადებების  ონკოპრევენცია. სტაციონარულ განყოფილებაში  ტარდება ძუძუს კეთილთვისებიანი და  ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა ერთმომენტიანი და გადავადებული რეკონსტრუქციული და ონკოპლასტიკური მეთოდების  გამოყენებით; ინტრაოპერაციული მორფოლოგიური და ციტოლოგიური ექსპრეს დიაგნოსტიკა.  წინასაოპერაციო…

XXI საუკუნეში კიბო აღარ არის უკურნებელი სენი, თუ ის ადრეულ სტადიაში აღმოაჩინეს. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ სტადიაში პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა სამჯერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიბო კატასტროფულად გახშირდა. უბრალოდ, გამოკვლევა ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს ექიმთან მისვლა, სათანადო კვლევების ჩატარება, პათოლოგიის დროული გამოვლენა და მკურნალობა. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი…

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19