Open/Close Menu ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი მიხეილ ბარამია რადიაციული ონკოლოგიის განყოფილებაში ტარდება თავის ტვინის, თავ-კისრის, ფილტვის, მკერდის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების სხივური თერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: • 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული სხივური თერაპია. • IMRT ინტენსივობა-მოდულირებული სხივური თერაპია. • RapidArc. • SRS/SBRT სტერეოტაქსიური რადიოქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია. რადიაციული…

აკად.ფ თოდუას სამედიცინო ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში რადიოთერაპიული მკურნალობა სუნთქვასთან სინქრონიზაციით წარიმართება. ამგვარი რადიოთერაპია წარმატებით გამოიყენება ფილტვის პერიფერიული ავთვისებიანი დაავადების, სარძევე ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობის შემდგომი პროფილაქტიკური დასხივებისა და სხვა სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობის დროს. აღნიშნული მეთოდის სხივურ თერაპიასთან კომბინაციით შესაძლებელია დასხივების მართვა სუნთქვის ციკლის მიხედვით. დასხივება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მაქსიმალურად შორს მდებარეობს…

SRS/SBRT სტერეოტაქსიური რადიოქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია. სტერეოტაქსიური რადიოქირურგია – მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მეთოდია. სახელწოდების მიუხედავად, ის არ წარმოადგენს ქირურგიულ პროცედურას და ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნების სამკურნალოდ. ყველაზე ხშირად ამ მეთოდით თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს მკურნალობენ. აღნიშნული მკურნალობის დროს ხდება წარმონაქმნის ერთი ან რამდენიმე ფრაქციული, მაღალდოზირებული დასხივება. მკურნალობის ეფექტურობისთვის აპარატის სისტემა აკონტროლებს დასხივების პარამეტრების…

RapidArc (“სწრაფი წრე“) – არის რადიოთერაპიული მკურნალობის აბსოლუტურად ინოვაციური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სამიზნე მოცულობის უწყვეტ რეჟიმში დასხივება, აპარატის 360 გრადუსზე წრიული მოძრაობის მეშვეოობით, რაც სხივურ თერაპევტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალური სიზუსტით მიიტანონ სამკურნალო დოზა წარმონაქმნამდე. RapidArc მკურნალობის დროს სიმსივნესთან მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი. მკურნალობის ეს მეთოდი გამოირჩევა სისწრაფით; იგი ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის, რადგან პროცედურა…

IMRT – იგივე რაც ინტენსივობა-მოდულირებული რადიაციული თერაპია – წარმოადგენს ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებულ სხივური თერაპიის ერთ-ერთ მეთოდს. იგი იძლევა საშუალებას, სიმსივნეს სხვადასხვა ადგილში სხვადახვა ინტენსივობის მქონე სხივებით მივაწოდოთ სხვადასხვა დოზა; ამავდროულად, შევამციროთ სხივის ინტენსივობა სამიზნე ობიექტის გარშემო. რაც დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჯანსაღი ქსოვილების დაზიანება და გვერდითი ეფექტები. IMRT მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი.

2016 წლის 14 ივნისს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და ამერიკულ ფირმა Varian-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი რადიოქირურგიული სისტემის EDGE Radiosurgery system-ის შეძენის თაობაზე.   კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დამონტაჟებულ ფირმა Varian-ის უახლესი თაობის 2 ხაზოვან ამაჩქარებელს TrueBeam-ს ძალიან მალე შეემატება უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოქირურგიული სისტემა EDGE.   საქართველო იქნება პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და…

მიმართულების ხელმძღვანელი  – ქეთევან ბაქანიძე „ბრაქითერაპია“  ანუ „კონტაქტური რადიოთერაპია“  სხივური თერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც გულისხმობს სიმსივნესთან რადიოაქტიური წყაროს მაქსიმალურად  ახლოს მოთავსებას  სათანადო აღჭურვილობით  ე.წ. „აპლიკატორებით’. ბრაქითერაპია, როგორც მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდი, მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში,  რომ სამიზნე მოცულობასთან  რადიოაქტიური წყაროს უშუალოდ მიტანით ხდება სიმსივნური წარმონაქმნის  რადიკალურად მაღალი დოზით დასხივება;  ამავდროულად, ირგვლივ არსებული…

აკად.ფ თოდუას კლინიკის ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტში დამონტაჟდა გამოსახულების მაღალი ხარისხით გამორჩეული უახლესი თაობის ექსპერტული კლასის ულტრაბგერითი სკანერი Siemens Acuson NX3. Siemens Acuson NX3-ის თანამედროვე გადამწოდები და ინოვაციური ფუნქციური აღჭურვილობა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციების ჩატარების მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს. გარდა სტანდარტული გადამწოდებისა, Siemens Acuson NX3 აღჭურვილია ორგანოების სივრცული გამოსახვის 3D გადამწოდით. Siemens -ის ექსკლუზიური პროგრამები SieClear და…

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19