Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – ქეთევან ლაშხი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი სამეცნიერო ხელმძღვანელი – საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ბერაია განყოფილება აღჭურვილია 0.35, 1.5 და 3.0 ტესლა სიმძლავრის 5 მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით: MAGNETOM OPEN (0.35T), MAGNETOM AVANTO Fit (1.5 T), MAGNETOM AERA (1.5 T), MAGNETOM SKYRA (3.0 T) da MAGNETOM VERIO…

აკად.ფ თოდუას სამედიცინო ცენტრში ამუშავდა ფირმა Siemens-ის უახლესი თაობის ღია მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი Magnetom C! აღნიშნული ტომოგრაფი სხვა ტიპის ღია სისტემებისგან განსხვავდება კვლევის უახლესი რეჟიმებით, გაუმჯობესებული გამოსახულებით; აგრეთვე შემცირებულია გამოკვლევის ხანგრძლიობა. დამატებითი ინფორმაციისა და წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 2 34 07 76.

აპარატი Verio 3.0 T Siemens-აღჭურვილია სპეციალური მამოგრაფიული კოჭითა და პროგრამებით რომლის საშუალებით ხდება სარძევე ჯირკვლის დაავადებათა კვლევა, მეთოდი არ შეიცავს სხივურ დატვირთვას. გამოკვლევა უვნებელია ყველა ასაკის პაციენტისათვის. მეთოდი გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობით. საშუალებას იძლევა დაფიქსირდეს 05 სმ -ის წარმონაქმნი. სრულად დათვალიერდეს სარძევე ჯირკვალი, რეტრომამალური სივრცე, შუასაყრის, იღლიის, ლავიწისზედა და ლავიწისქვეშა ფოსოების ლიმფური კვანძები. კვლევა საშუალებას იძლევა…

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში არსებულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფებს: Magnetom Open, Magnetom Avanto 1.5 T, Magnetom Verio 3.0T დაემატა ახალი აპარატი Magnetom Aera 1.5 T (Siemens). მაგნეტომ აერა უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მსოფლიოში. იგი გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით, სწრაფი ვიზუალიზაციით. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპარატს აქვს უნარი კონტრასტის გამოყენების გარეშე დაადგინოს ესა თუ ის პათოლოგიური პროცესი. მაგნეტომ…

აღნიშნული კვლევა ითვალისწინებს მთლიანი ორგანიზმის დიაგნოსტიკას უკონტრასტო და კონტრასტული რეჟიმების გამოყენებით, ხოლო პათოლოგიური კერის აღმოჩენისას ხდება ლოკალური უბნის დამატებითი კვლევა. გამოკვლევის ეს მეთოდი უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, რადგან არ საჭიროებს დამატებით ინვაზიურ ჩარევას და არ შეიცავს მაიონიზირებელ გამოსხივებას. კვლევა გრძელდება 30-40 წუთამდე. მრტ კვლევის ეს მეთოდი მეტად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისათვის და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების დინამიკაში დაკვირვებისათვის. აღნიშნული…

თოდუას კლინიკაში დამონტაჟებულ ფირმა Siemens-ის 3 ტესლიან აპარატს Magnetom Verio-ს შეემატა ბოლო თაობის მეორე 3 ტესლიანი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი Magnetom Skyra. კავკასიაში 3 ტესლიან მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებზე მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არის შესაძლებელი კვლევების ჩატარება. Magnetom Skyra მეხუთე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ჩვენს ინსტიტუტში ! ფირმა SIEMENS-ის MAGNETOM SKYRA 3.0 ტესლა სიმძლავრის მქონე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია! MAGNETOM SKYRA…

ჩვენს ინსტიტუტში კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებებში დაინერგა ინფორმაციის ავტომატური და სწრაფი ჩაწერის ახალი ტექნოლოგიაCodonics Virtua XR (ა.შ.შ) Codonics Virtua XR აპარატზე ხდება ჩატარებული კვლევის დროს მიღებული ინფორმაციის სწრაფი და ავტომატური ჩაწერა ციფრულ ფორმატში. ამიერიდან ყველა პაციენტი, რომელიც გამოკვლევას ჩაიტარებს ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის და სხვა განყოფილებებში დასკვნასთან…

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19