Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ლაბორატორიაში ფუნქციონირება დაიწყო ახალი გენერაციის ანალიზატორმა Sysmex XS 500i (იაპონია) 39 პარამეტრიან ჰემატოლოგიურ ანალიზატორთან “Sysmex XT 4000 i” ერთად. აღნიშნული სისტემა წარმოადგენს ახალ ხედვას ლაბორატორიულ მედიცინაში. ორივე აპარატი ინოვაციურია, განკუთვნილია არა მარტო სისხლის, არამედ სხვა ბიოლოგიური სითხეების: თავზურგტვინის სითხის, სეროზული სითხეებისა და სინოვიალური სითხის გამოკვლევისათვის. “Sysmex XT 4000 i” და Sysmex XS 500i საშუალებით შესაძლებელია:…

ამიაკი ძალიან ტოქსიკურია, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი შეკავშირება, ხოლო შემდეგ ორგანიზმიდან გამოდევნა. ამიაკის კონცენტრაციის გაზრდა დაკავშირებულია: ნაწლავებში ამიაკის ჭარბ წარმოქმნასთან. ღვიძლის დაავადებებთან. ამიაკიდან შარდოვანას სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტთან. ამიაკის კონცენტრაციის მკვეთრი მომატება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურ ეფექტს. K2 ედტა – იანი პლაზმა სისხლის აღებისთანავე თავსთდება ყინულში, შემდეგ ცენტრიფუგდება 40c ცენტრიფუგაში და ისაზღვრება სისხლის აღებიდან…

ხელმძღვანელი- მაია მარტიაშვილი სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი მანანა ახვლედიანი აღჭურვილია ROCHE DIAGNOSTICS-ის, SYSMEX,  HORIBA-ABX-ის, ABBOT-ის RADIOMETER, STAGO,  HUMAN, MOTIC SOLAR-ის აპარატურით: INTEGRA 400 PLUS COBAS MIRA, I-STAT, HUMASED – 20, BA -410 პოლარიზაციული მიკროსკოპი SYSMEX XT-4000i, ABX MICROS, ABX – Pentra – 60,  Start-4, AP-2110(თრომბოციტების აგრეგაციული ფუნქცია ABL80FLEX  რომლებზეც სრულდება 500-ზე მეტი ტესტი.   ლაბორატორიაში ტარდება:  …

კლინიკაში არსებულ ბიოქიმიურ ანალიზატორებთან Cobas Integra 400 Plus, Cobas Mira ერთად, კლინიკური დიაგნოსტიკის განყოფილებას დაემატა ახალი ანალიზატორი  Humastar 300 (Human, Germany) Humastar 300 სრულიად ავტომატური, ღია სისტემის კლინიკური ბიოქიმიის ანალიზატორია. წარმადობა 300 ტესტი საათში. Humastar 300 ახორციელებს შემდეგი სახის გამოკვლევებს: სისხლის ლიპიდური სპექტრი (6 პარამეტრი) ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური სინჯები რკინის…

ელექტროლიტების განმსაზღვრელი ანალიზატორი EasyLite (Medica Inc. აშშ) გამოიყენება სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სინჯებში ნატრიუმის და კალიუმის იონების განსაზღვრისთვის. დახურული სისტემა, რეაგენტების ერთჯერადი პაკეტი, უზრუნველყოფს გამოკვლევების მაღალ სიზუსტეს და განმეორებადობას.

ჰემოსტაზის სისტემის პათოლოგიების განმსაზღვრელი  სრულიად ავტომატიზირებული ახალი აპარატი STA COMPACT (ფირმა ROCHE DIAGNOSTICS) განსაზღვრავს ერთდროულად 3 ტიპის ლაბორატორიულ კვლევას: კლონტინგურს, ქრომოგენულს და იმუნოლოგიურს. STA COMPACT- ის აპარატზე ტარდება: პროთრომბინის დრო, ფიბრინოგენი, თრომბინის დრო, ანტითრომბინი III განსაზღვრა, საერთო და თავისუფალი პროტეინ S-ის განსაზღვრა, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, შედედების ფაქტორები, ჰეპარინი. აღნიშნულ  აპარატზე ხდება ანალიზების დაუყოვნებელი შესრულება, მეორადი კვლევის…

ჰომოცისტეინი გოგირდშემცველი ამინომჟავაა, რომელიც მეთიონინისა და ცისტეინის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმება ადამიანის ორგანიზმში. ჰომოცისტეინის  განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისათვის როგორიცაა: ათეროსკლეროზი, თრომბოფილია, ალცჰეიმერისა და გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებები, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის  ინფარქტი, დიაბეტური ანგიოპათია, ოსტეოპოროზი, პოსტმენოპაუზა და სხვ. მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ B12 და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის დროს (B12 დეფიციტური ანემია) იბლოკება ჰომოცისტეინის…

პოლარიზაციული მიკროსკოპი BA410 MOTIC ჰიპერურიკემია (შარდმჟავას კონცენტრაცია მამაკაცებში > 420 მკმოლ/ლ, ქალებში >380 მკმოლ/ლ) – პოდაგრის ზოგადი სიმპტომია, მისი არსებობა დიაგნოზს ამყარებს. პოდაგრა შეიძლება მიმდინარეობდეს ჰიპერურიკემიის გარეშეც. შემთხვევათა 2/3 შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლში ნორმის ფარგლებშია. ჰიპერურიკემია ყოველთვის არ იწვევს პოდაგრას. ამიტომ, დღეისათვის პოდაგრის დიაგნოზი დაისმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასხსრის სინოვიალური სითხის პოლარიზაციული მეთოდით მიკროსკოპიის შემთხვევაში…

სისხლში ჰორმონების განსაზღვრა- მალუთეინიზებელი LH , ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი FSH, კორტიზოლი CORT, ტესტოსტერონი TESTOS, პროლაქტინი PROL, განისაზღვროს მენსტრუალური ციკლის 2-4 დღეს., პროგესტერონი PROG – ციკლის 22-24 დღეს, დილით, მოსვენებული ძილის შემდეგ, მშვიდ მდგომარეობაში, ჰორმონული პრეპარატების მიღებამდე. ასეთ დროს სასურველია პაციენტი კლინიკაში მოვიდეს არაუგვიანეს დილის 9 საათისა. ბაზალური ინსულინისა და C პეპტიდის განსაზღვრა – აუცილებელია უზმოზე ონკოლოგიური…

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19