Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – ეროვნული პრემიის ლაურეატი,  მედიცინის დოქტორი გიორგი წივწივაძე აღჭურვილია ფირმა SIEMENS -ის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფებით “Somatom Sensation-64” და “Somatom Definition EDGE”, ფირმა Toshiba- ს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი ” AQUILION ONE-640″. მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატით “RITA”. განყოფილებაში ტარდება: • თავის ტვინის, ქალა ძვლების, გულმკერდის, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა, ხერხემლის სვეტის და კიდურების პათოლოგიათა…

ახალი დიაგნოსტიკური მეთოდია გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების დაავადებების დიაგნოსტირებისათვის. კტ კორონაროგრაფიის დროს ხდება ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა. გამოკვლევა მიმდინარეობს ელექტროკარდიოგრაფიული სინქრონიზაციით.    პროცედურა გრძელდება 5 წუთი. მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი ხარისხის  ორ და სამგანზომილებიანი სურათები. ფასდება კორონარულ არტერიებში რბილი (ცხიმოვანი) და კალციფიცირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ვიზუალიზაცია, რაც იწვევს სისხლძარღვის სანათურის შევიწროვებას. აღნიშნული კვლევა ჩვენს კლინიკაში ტარდება…

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის პირველად საქართველოში ჩვენს ინსტიტუტში დამონტაჟდა Toshiba- ს ფირმის უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფი – 640-შრიანი AQUILION ONE, რომელიც დასხივების მინიმალური დოზისა და კვლევის ხანმოკლე დროის პირობებში, სხვა გამოკვლევების გარდა, იძლევა გულის სისხლძარღვების, თავის ტვინის სისხლისმიმოქცევისა და სისხლმომარაგების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობებს.

ინსტიტუტში დამონტაჟდა კიდევ ერთი ახალი თაობის, 64 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი-Siemens Somatom Sensation 64.

ჩვენს ინსტიტუტში კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებებში დაინერგა ინფორმაციის ავტომატური და სწრაფი ჩაწერის ახალი ტექნოლოგიაCodonics Virtua XR (ა.შ.შ) Codonics Virtua XR აპარატზე ხდება ჩატარებული კვლევის დროს მიღებული ინფორმაციის სწრაფი და ავტომატური ჩაწერა ციფრულ ფორმატში. ამიერიდან ყველა პაციენტი, რომელიც გამოკვლევას ჩაიტარებს ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის და სხვა განყოფილებებში დასკვნასთან…

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19