Open/Close Menu ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია. აღნიშნული კვლევის მეთოდით შესაძლებელია ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. განყოფილებაში ფუნქციონირებს ფირმა OLYMPUS-ის უახლესი თაობის, პრემიუმ კლასის, HD გამოსახულების მქონე რამდენიმე ენდოსკოპიური აპარატი Evis Exera III. აღნიშნული აპარატის საშუალებით შესაძლებელია NBI რეჟიმით კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია. აღსანიშნავია, რომ…

კოლონოსკოპია მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია. აღნიშნული კვლევის მეთოდით შესაძლებელია ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. განყოფილებაში ფუნქციონირებს ფირმა OLYMPUS-ის უახლესი თაობის, პრემიუმ კლასის, HD გამოსახულების მქონე რამდენიმე ენდოსკოპიური აპარატი Evis Exera III. აღნიშნული აპარატის საშუალებით შესაძლებელია NBI რეჟიმით კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია. აღსანიშნავია, რომ პაციენტის კომფორტისთვის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის…

ხელმძღვანელი – მედიცინის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი თეიმურაზ იოსელიანი სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი მამუკა გურგენიძე აღჭურვილია: ფირმა Olympus-ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპური აპარატით “Exera-II”, “EUS-EXERA-EUM60” სპეციალური ულტრაბგერითი გადამწოდებით, რომელთა საშუალებით ორგანოების ერთდროული ენდოსკოპური და ულტრაბგერითი კვლევა ტარდება. ფირმა Pentax-ის და Olympus-ის ვიდეოენდოსკოპებით. ბოლო…

ენდოსკოპიურ განყოფილებაში ამჟამად  სიახლეა– პირველად საქართველოში  მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტშია დამონტაჟებული ენდოსკოპების ავტომატური სადეზინფექციო  მანქანა, რითაც ხდება ფიბროენდოსკოპების მექანიკური დამუშავება, ფერმენტული საშუალებებით დეზინფექცია და ანტისეპტიკური ხსნარებით სტერილიზაცია. ამ პროცედურებით ენდოსკოპიური აპარატურა მუშავდება  შიგნიდან და  გარედან მასში არსებული სამანიპულაციო არხების სრული სტერილიზაციით. ენდოსკოპის  ავტომატური დეზინფექციისა და სტერილიზაციის   შედეგად აცილებულია ყველა სახის ინფექციის, კერძოდ,  სოკოვანის, შიდსის,  C–ჰეპატიტისა და…

ახალი ენდოსკოპიური აპარატი OLYMPUS CV-170 ჩვენს კლინიკაში! ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების კვლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტული, ენდოსკოპიური მეთოდია. ბრონქოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია ბრონქოგენური წარმონაქმნის აღმოჩენა, ბიოფსია და ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დადგენა, ასევე ქრონიკული ანთებითი ენდობრონქული დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ბრონქოსანაცია.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19