Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – მედიცინის დოქტორი თათია ალექსიშვილი აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის ორი გამაკამერით: “E.CAM Systems” და “E.CAM Extended Dual Detector Systems”. განყოფილებაში ტარდება: •    ფარისებრი ჯირკვლის რადიოიზოტოპური კვლევა. ჯირკვლის ტოპოგრაფიის განსაზღვრა, ჯირკვლის ცალკეული ნაწილების ან მოცულობითი წარმონაქმნების ფუნქციური აქტივობის შეფასება •    ფარისებრახლო ჯირკვლის გამოკვლევა •    მამოსცინტიგრაფია •    მიოკარდიუმის პერფუზიის განსაზღვრა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებსა და მაღალი რისკის…

პირველად საქართველოში ჩვენს ინსტიტუტში დამონტაჟდა ფირმა Siemens გამა-კამერა, რომელიც პლანალურ და დინამიურ კვლევებთან ერთად იძლევა საშუალებას ჩატარდეს ერთ-ფოტონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (SPECT). ამჟამად დაიდგა უახლესი 2 დეტექტორიანი SPECT გამა-კამერა, რომლის მეშვეობით უფრო ხანმოკლე დროში და მეტი ხარისხით ტარდება სხვადასხვა კვლევები, მათ შორის აღსანიშნავია მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასება მაღალი რისკის პაციენტებში, მთელი ჩონჩხის გამოკვლევა ონკოლოგიურ პაციენტებში მეტასტაზური…

მიოკარდიუმის ფოტონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ბირთვული კარდიოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის მეშვეობით  შესაძლებელია გულის იშემიური დაავადების დროული გამოვლენა და შესაფერისი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. ამ მეთოდის საშუალებით  შესაძლებელია გულის მკვებავი არტერიების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა, თუ როგორ მიაწოდებენ ისინი სისხლს გულის კუნთს, სახეზეა თუ არა სისხლძარღვის მიერ გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების შეფერხება. სპეციალური რადიოფარმპრეპარატის ინტრავენური შეყვანის შედეგად ეს …

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19