Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია. აღნიშნული კვლევის მეთოდით შესაძლებელია ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. განყოფილებაში ფუნქციონირებს ფირმა OLYMPUS-ის უახლესი თაობის, პრემიუმ კლასის, HD გამოსახულების მქონე რამდენიმე ენდოსკოპიური აპარატი Evis Exera III. აღნიშნული აპარატის საშუალებით შესაძლებელია NBI რეჟიმით კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია. აღსანიშნავია, რომ…

კოლონოსკოპია მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია. აღნიშნული კვლევის მეთოდით შესაძლებელია ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. განყოფილებაში ფუნქციონირებს ფირმა OLYMPUS-ის უახლესი თაობის, პრემიუმ კლასის, HD გამოსახულების მქონე რამდენიმე ენდოსკოპიური აპარატი Evis Exera III. აღნიშნული აპარატის საშუალებით შესაძლებელია NBI რეჟიმით კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია. აღსანიშნავია, რომ პაციენტის კომფორტისთვის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის…

ხელმძღვანელი – ეროვნული პრემიის ლაურეატი,  მედიცინის დოქტორი გიორგი წივწივაძე აღჭურვილია ფირმა SIEMENS -ის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფებით “Somatom Sensation-64” და “Somatom Definition EDGE”, ფირმა Toshiba- ს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი ” AQUILION ONE-640″. მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატით “RITA”. განყოფილებაში ტარდება: • თავის ტვინის, ქალა ძვლების, გულმკერდის, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა, ხერხემლის სვეტის და კიდურების პათოლოგიათა…

ახალი დიაგნოსტიკური მეთოდია გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების დაავადებების დიაგნოსტირებისათვის. კტ კორონაროგრაფიის დროს ხდება ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა. გამოკვლევა მიმდინარეობს ელექტროკარდიოგრაფიული სინქრონიზაციით.    პროცედურა გრძელდება 5 წუთი. მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი ხარისხის  ორ და სამგანზომილებიანი სურათები. ფასდება კორონარულ არტერიებში რბილი (ცხიმოვანი) და კალციფიცირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ვიზუალიზაცია, რაც იწვევს სისხლძარღვის სანათურის შევიწროვებას. აღნიშნული კვლევა ჩვენს კლინიკაში ტარდება…

ხელმძღვანელი – მედიცინის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი თეიმურაზ იოსელიანი სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი მამუკა გურგენიძე აღჭურვილია: ფირმა Olympus-ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპური აპარატით “Exera-II”, “EUS-EXERA-EUM60” სპეციალური ულტრაბგერითი გადამწოდებით, რომელთა საშუალებით ორგანოების ერთდროული ენდოსკოპური და ულტრაბგერითი კვლევა ტარდება. ფირმა Pentax-ის და Olympus-ის ვიდეოენდოსკოპებით. ბოლო…

ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი მანანა ნინიძე. აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული სისტემით რენტგენოლოგიური ფირების სკანირებისათვის, კომპიუტერში შეტანისა და დამუშავებისათვის – “Film Digitizer Vidar VXR-12 Plus”. განყოფილებას პროფესიული კონტაქტები აქვს მსოფლიოს წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებთან: გერმანიაში (მიუნხენი, ბოხუმი), ავსტრიაში (ვენა, გრაცი), შვეიცარიაში (ჟენევა), ამერიკაში (ნიუ-იორკი, ბოსტონი), ბელგიაში (ლიუვენი), რუსეთში (მოსკოვი), თურქეთში (სტამბული). კონსულტაციის პროცესში გადაიჭრება დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული სირთულეები, ქირურგიული…

ხელმძღვანელი – მედიცინის დოქტორი ნათია ქაჯაია განყოფილებაში ტარდება: • საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. • გენიტალური ინფექციების გამოკვლევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. • კლიმაქტერული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა: –პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი. –ფსიქოვეგეტატიური და სექსუალური სფეროს დარღვევები. –უროგენიტალური დარღვევები. –ნივთიერებათა ცვლის დარღვევები. • უშვილო წყვილთა მართვა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: ა. დიაგნოსტიკური ციკლი: –…

განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თამარ ღოღობერიძე   განყოფილება აღჭურვილია: • ვიდეოკოლპოსკოპით Olympus OCS 500 (Olympus)   • საოფისე ჰისტეროსკოპიის სრული აღჭურვილობით (Olympus) განყოფილებაში ტარდება:   • საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის პათოლოგიის კვლევა PAP-ტესტის და კოლპოცერვიკოსკოპიის მეთოდების გამოყენებით   • საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის პათოლოგიის მკურნალობა   • მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების (მათ…

საოფისე ჰისტეროსკოპია ახალი დიაგნოსტიკური და ნაკლებად ინვაზიური ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია, რომელიც ქალებს ამბულატორიულ პირობებში უტარდებათ. იგი ითვალისწინებს ოპტიკური ხელსაწყოს მეშვეობით საშვილოსნოს ყელის არხისა და საშვილოსნოს ღრუს ვიზუალიზაციას. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ელექტრო ან ლაზერული ქირურგიული ჩარევისთვის და ბიოფსიური მასალის ასაღებადაც. საოფისე ჰისტეროსკოპიის უპირატესობაა: – ტარდება ამბულატორიულ პირობებში. – არ მოითხოვს ცერვიკალური არხის გაფართოებასა და ზოგად ანესთეზიას….

XXI საუკუნეში კიბო აღარ არის უკურნებელი სენი, თუ ის ადრეულ სტადიაში აღმოაჩინეს. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ სტადიაში პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა სამჯერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიბო კატასტროფულად გახშირდა. უბრალოდ, გამოკვლევა ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს ექიმთან მისვლა, სათანადო კვლევების ჩატარება, პათოლოგიის დროული გამოვლენა და მკურნალობა. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი…

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19