Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში ფუნქციონირებს SIEMENS-ის ულტრაბგერითი სკანერი Acuson Antares რომელიც აღჭურვილია ორსულთა კვლევის თანამედროვე პროგრამით 3D\ 4D რეჟიმების გამოყენებით.
უკანასკნელ პერიოდში როგორც პაციენტებში ისე მედიკებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ულტრაბგერითი სკანირების ახალი მეთოდი 3D\4D ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოვებს კვლევის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.
რით გამოირჩევა ორსულთა 3D\ 4D ულტრაბგერითი კვლევა?
4 D ულტრაბგერა წარმოადგენს ბავშვის მოძრავ გამოსახულებას 3D ფორმატში, რასაც შეგიძლიათ დააკვირდეთ რეალური დროის რეჟიმში. შევაფასოთ მისი გარეგნობა. მაგ. ნაყოფის სახე ცხვირის და პირის ფორმა, შევესწროთ მთქნარების ან თითის წოვის პროცესს.
3D\ 4D სივრცობრივი გამოსახულება გვეხმარება ნაყოფის ზოგიერთი ისეთი სტრუქტურის უკეთეს ვიზუალიზაციაში რომელიც რთულად მისაწვდომია ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი რეჟიმის დროს.
3D\ 4D კვლევის საუკეთესო ვადებად ითვლება ორსულობის 26-30 კვირა

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19