Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

2016 წლის 14 ივნისს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და ამერიკულ ფირმა Varian-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი რადიოქირურგიული სისტემის EDGE Radiosurgery system-ის შეძენის თაობაზე.

 

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დამონტაჟებულ ფირმა Varian-ის უახლესი თაობის 2 ხაზოვან ამაჩქარებელს TrueBeam-ს ძალიან მალე შეემატება უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოქირურგიული სისტემა EDGE.

 

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, სადაც  ამუშავდება  აღნიშნული აპარატი. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა დამონტაჟებულია ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და ამერიკის ყველაზე მოწინავე ონკოლოგიურ კლინიკებში.

 

EDGE წარმოადგენს უახლესი თაობის რადიოქირურგიულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად ჩაიტარონ რადიოქირურგიული მკურნალობა. ამ აპარატის საშუალებით  ხდება როგორც ინტრა, ასევე ექსტრაკრანიული წარმონაქმნების მაღალდოზირებული ერთ ან რამდენიმე ფრაქციული რადიოქირურგიული მკურნალობა.

 

სხვა რადიოქირურგიული სისტემებისგან განსხვავებით EDGE გამოირჩევა სიზუსტითა და მკურნალობის სისწრაფით, ტარდება როგორც 3 განზომილებიანი რადიოქირურგიული მკურნალობა, ასევე RapidArc და IMRT. აღნიშნული სისტემის მეშვეობით სიმსივნესთან მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი.საყურადღებოა, რომ რთული შემთხვევების დროს  რადიაციულ ონკოლოგებსა და სამედიცინო ფიზიკოსებს  შეუძლიათ შეარჩიონ მკურნალობის სხვადასხვაგვარი ვარიანტები.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19