Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

XXI საუკუნეში კიბო აღარ არის უკურნებელი სენი, თუ ის ადრეულ სტადიაში აღმოაჩინეს. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ სტადიაში პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა სამჯერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიბო კატასტროფულად გახშირდა. უბრალოდ, გამოკვლევა ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს ექიმთან მისვლა, სათანადო კვლევების ჩატარება, პათოლოგიის დროული გამოვლენა და მკურნალობა. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა) 2014 წლიდან ჩაერთო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში. მარტო გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში 2000-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა უფასო გამოკვლევები. სკრინინგის ფარგლებში გამოვლენილი ყველა შემთხვევა ირჩევა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. მოსახლეობის განსაკუთრებული მოთხოვნით ჩვენი კლინიკა 2016 წელსაც განაგრძობს როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებული მოქალაქეების სკრინინგს: 40 დან -70 წლამდე ქალბატონებს აქვთ შესაძლებლობა პროგრამის ფარგლებში ჩაიტარონ მამოგრაფიული გამოკვლევა და მამოლოგის კონსულტაცია, ხოლო 25- დან 60 წლამდე ქალბატონებს – საშვილოსნოს ყელის პაპ ტესტი და, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია. კვლევის ამ მეთოდებით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, სრული განკურნების შანსი ძალიან მაღალია! გახსოვდეთ, ადრეული დიაგნოსტიკა კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა!

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19