Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

განყოფილების ხელმძღვანელი – ივანე კილაძე

ქიმიოთერაპიის განყოფილებაში პაციენტებს უტარდებათ ავთვისებიანი სიმსივნეების

მკურნალობა უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად.

განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეებისა და ლიმფომების

მედიკამენტური მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული

თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში, როგორც მონოთერაპიის

სახით, ასევე სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.

სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა

და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის

გათვალისწინებით მკურნალობა წარიმართება

როგორც ამბულატორულად, ასევე

სტაციონარის პირობებში. მკურნალობის

ტაქტიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად

თითოეული პაციენტისათვის

მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც

გულისხმობს პაციენტის დიაგნოსტიკისა და

მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის

სპეციალისტების ერთობლივ მონაწილეობას.

განყოფილებაში ქიმიოთერაპიული

მკურნალობა ერთდროულად შეიძლება

ჩაუტარდეს 30 პაციენტს რისთვისაც შექმნილია

უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

გამოცდილი პერსონალი მუდმივად ზრუნავს

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე,

რაც უზრუნველყოფს მკურნალობის

საუკეთესო ხარისხს

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19