Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

საოფისე ჰისტეროსკოპია ახალი დიაგნოსტიკური და ნაკლებად ინვაზიური ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია, რომელიც ქალებს ამბულატორიულ პირობებში უტარდებათ. იგი ითვალისწინებს ოპტიკური ხელსაწყოს მეშვეობით საშვილოსნოს ყელის არხისა და საშვილოსნოს ღრუს ვიზუალიზაციას. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ელექტრო ან ლაზერული ქირურგიული ჩარევისთვის და ბიოფსიური მასალის ასაღებადაც. საოფისე ჰისტეროსკოპიის უპირატესობაა: – ტარდება ამბულატორიულ პირობებში. – არ მოითხოვს ცერვიკალური არხის გაფართოებასა და ზოგად ანესთეზიას. -გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ქალებისთვის. – პროცედურის ხანგრძლიობა 10–15 წუთია. – ინფორმატიულია უშვილობის პრობლემების მქონე ქალებისთვის. – საშვილოსნოსშიდა პათოლოგიის დიაგნოსტიკის ეფექტურობა 100%-ია.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19