Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – მარიკა გრძელიძე

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე გერმანული Uniphy–სა და ბრიტანულ–ჩეხური BTL–ის ფირმების ფიზიო და ლაზეროთერაპიული აპარატურით, რომელთა გამოყენებით წარმოებს ელექტრო თერაპიის შემდეგი პროცედურები:

განყოფილებაში ტარდება:

• გალვანიზაცია და ელექტროფორეზი, ულტრაბგერითი თერაპია, დიადინამოთერაპია, ინტერფერენცთერაპია, ამპლიპუსთერაპია, ელექტროსტიმულაცია, დარსონვალიზაცია, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრული ველით მკურნალობა, ულტრაიისფერი დასხივება ზოგადი და ცხვირ-ხახის ტუბუსით, აეროზოლთერაპია, ინფრაწითელი და წრიული კლასტერული ლაზერით მკურნალობა.

• სხვადასხვა ნოზოლოგიების მიხედვით პაციენტთა კომპლექსური კურსობრივი მკურნალობა:

–სარეაბილიტაციო ღონისძიებები ნეიროქირურგიული, ზოგადქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ.

–ოსტეოართროზის, მათ შორის დისკოპათიით გართულებული ოსტეოქონდროზის მკურნალობა, რომელიც მოიცავს რამდენიმე სახეობის ფიზიოპროცედურას და დისკექტომიის შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებები.

–გასტროენტეროლოგიური დაავადებების კერძოდ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ქრონიკული ყაბზობის და სხვა.

–უროლოგიური, კერძოდ ქრონიკული პროსტატიტის და ცისტიტის, ენურეზის, პეირონის დაავადებების, ქრონიკული პიელონეფრიტის დროს

–ნევროლოგიური, ანგიოლოგიური და ოფთალმოლოგიური პაციენტების მკურნალობა.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19