Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი-სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი აკაკი ნადარეიშვილი

განყოფილება აღჭურვილია სივრცობრივი გამოსახულების მიღების უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატებით სივრცობრივი გამოსახულების დამუშავების მძლავრი პაკეტით; ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის, ასევე ელასტოგრაფიის უახლესი სისტემებით: ფირმა Toshiba-ას Aplio 500 platinum edition, Artida 4D; Aplio XG 4D, MX, Xario XC. ასევე Siemens-ის Acuson Antares 3D/4D

განყოფილებაში ტარდება:

• მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი კვლევა პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის შეფასებით.

• თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.

• ფარისებრი, სარძევე ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების, რბილქსოვილოვანი მოცულობითი წარმონაქმნების, ლიმფური კვანძების ელასტოგრაფიული შეფასება. ღვიძლის დიფუზური (ფიბროზული) ცვლილებების კვლევა Shear Wave Elastography მეთოდით.

• შარდის ბუშტისა და პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა რექტალური გადამწოდით.

• სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის ტიპის შეფასებით.

• ღვიძლის პირველადი და მეორადი სიმსივნეების მკურნალობა მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის საშუალებით ულტრაბგერის კონტროლით.

• თავის ტვინის მაგისტრალური (საძილე და ვერტებრალური) ინტრაკრანიული სისხლძარღვების (ვილიზიის წრის, ცერებრული ვენური სისტემის, ვენური სინუსები) დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში.

• გულმკერდისა და მუცლის აორტის, ქვემო ღრუ ვენის, პორტალური სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში.

• ზედა და ქვედა კიდურების სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ფერადი დოპლერის რეჟიმში.

• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

• სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია ულტრაბგერის კონტროლით სხვადასხვა პათოლოგიების დროს, მადრენირებელი – სამკურნალო მანიპულაციების წარმოება.

• საშვილოსნოსა და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობითი წარმონაქმნების პუნქციური ბიოფსია სპეციალიზირებული ვაგინალური და პუნქციური გადამწოდით.

• მცირე მენჯის ვენური პათოლოგიების ულტრაბგერითი გამოკვლევა:

–ერთიანი ფუნქციური სისტემის – დედა-პლაცენტა-ნაყოფი – ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შესწავლა ნაყოფის ზრდის და განვითარების შეფასების მიზნით.

–ნაყოფის განვითარების ანომალიების ნაადრევი დიაგნოსტიკა და 1 მმ-მდე ზომის პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა.

–სხეულის ნაწილების ერთდროულად სამ პროექციაში ვიზუალიზაცია. ნაყოფის სახის, ხერხემლის სვეტისა და კიდურების დეტალური გამოსახვა.

–ელექტრონულ მატარებლებზე (დისკი, მეხსიერების ჩიპი) სხეულის სტრუქტურების სივრცობრივი გამოსახულების რეალურ დროში და ზომებში გადატანა.

–მომავალ მშობლებს საშუალება ეძლევათ დროის რეალურ რეჟიმში მოახდინონ მათი მომავალი შვილის ვიზუალიზაცია.

• საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების (საშვილოსნოს ღრუს ძგიდე, ნაკეცი, ენდომეტრიუმის პოლიპი) დიაგნოსტიკა.

• საკვერცხეების ექოარქიტექტონიკის დეტალური შეფასება და მენჯის ორგანოების პანორამული სურათის მიღება.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19