Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

RapidArc (“სწრაფი წრე“) – არის რადიოთერაპიული მკურნალობის აბსოლუტურად ინოვაციური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სამიზნე მოცულობის უწყვეტ რეჟიმში დასხივება, აპარატის 360 გრადუსზე წრიული მოძრაობის მეშვეოობით, რაც სხივურ თერაპევტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალური სიზუსტით მიიტანონ სამკურნალო დოზა წარმონაქმნამდე. RapidArc მკურნალობის დროს სიმსივნესთან მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი. მკურნალობის ეს მეთოდი გამოირჩევა სისწრაფით; იგი ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის, რადგან პროცედურა გრძელდება არაუმეტეს 3-4 წუთისა, მაშინ როდესაც ძველი მეთოდებით დასხივებას სჭირდებოდა 20-25 წუთი. ამ მეთოდის დახმარებით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ვუმკურნალოთ ისეთ პაციენტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ ჩაიტარებდნენ სხივურ თერაპიას.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19