Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი მანანა ნინიძე.

აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული სისტემით რენტგენოლოგიური ფირების სკანირებისათვის, კომპიუტერში შეტანისა და დამუშავებისათვის – “Film Digitizer Vidar VXR-12 Plus”.

განყოფილებას პროფესიული კონტაქტები აქვს მსოფლიოს წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებთან: გერმანიაში (მიუნხენი, ბოხუმი), ავსტრიაში (ვენა, გრაცი), შვეიცარიაში (ჟენევა), ამერიკაში (ნიუ-იორკი, ბოსტონი), ბელგიაში (ლიუვენი), რუსეთში (მოსკოვი), თურქეთში (სტამბული).

კონსულტაციის პროცესში გადაიჭრება დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული სირთულეები, ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის, ქიმიო თუ სხივური თერაპიის საჭიროების და სხვა პრაქტიკული საკითხები.

საქართველოს ფარგლებში განყოფილება ტელემედიცინის საშუალებით დაკავშირებულია სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ცენტრებთან და კლინიკებთან.

ინსტიტუტს გააჩნია ლოკალური კომპიუტერული ქსელი, რომელშიც ჩართულია ყველა განყოფილება. აღნიშნული ქსელის ცენტრალური რგოლი – სერვერი დაკავშირებულია მსოფლიო საკომუნიკაციო სისტემასთან 24 საათის განმავლობაში.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19