Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

მედიცინის დოქტორი, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი აბულაძე

აღჭურვილია: Siemens- ისა და   Toshiba–ს  რენტგენდიაგნოსტიკური აპარატებით, “Luminos Fusion FD”, “Multix Kompact-K”, “Axiom Icons MD”  და  “Winscope Plessart” დიგიტალური ფლუოროსისტემით, რენტგენოგრამების დიგიტალური დამუშავებითა და არქივირებით.

 

განყოფილებაში ტარდება:

 

• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.

• ხერხემლის სვეტის რენტგენდიაგნოსტიკა ფუნქციური დატვირთვის პირობებში.

• გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.

 

• საყლაპავი მილის, კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დინამიური კვლევა, ირიგოსკოპია ორმაგი კონტრასტირებით. დინამიური დაკვირვება პაციენტებზე პოსტოპერაციულ პერიოდში.

 

• ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა გამოსახულების შემდგომი დიგიტალური დამუშავებით., ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფია, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, სიმსივნური პროცესების დიაგნოსტიკა რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფიის საშუალებით.

 

• შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, ფუნქციური მდგომარეობის შეფასება კვლევის რუტინული და სპეციალური მეთოდებით; ინტრავენური უროგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია, ურეთეროგრაფია, ანტეგრადული და რეტროგრადული ცისტოგრაფია და ჰისტეროსალპინგოგრაფია.

 

• სარძევე ჯირკვლის დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა (მამოგრაფია), დუქტოგრაფია.

 

განყოფილება ჩართულია სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიათა  სკრინინგის ეროვნულ პროგრამაში.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19