Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი მიხეილ ბარამია

რადიაციული ონკოლოგიის განყოფილებაში ტარდება თავის ტვინის, თავ-კისრის, ფილტვის, მკერდის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების სხივური თერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: • 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული სხივური თერაპია. • IMRT ინტენსივობა-მოდულირებული სხივური თერაპია. • RapidArc. • SRS/SBRT სტერეოტაქსიური რადიოქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია. რადიაციული ონკოლოგიის განყოფილება აღჭურვილია 2 TrueBeam-ით,Varian-ის უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოქირურგიული სისტემა EDGE. მასში ინტეგრირებულია სპეციალური კომპიუტერული ტომოგრაფი 3D გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, რომლის საშუალებით პაციენტს უტარდება ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებული სხივური თერაპია. ეს უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გაცილებით დიდი სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით მოხდეს სამიზნე უბნის მაქსიმალური დასხივება. აპარატი ავადმყოფებს უადვილებს სამკურნალო პროცედურებს, რადგან მოცემული უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველჰყოფს დასხივების პროცედურის სწრაფ ჩატარებას; შესაბამისად, პაციენტს აღარ სჭირდება მკურნალობის დროს ხანგრძლივად იყოს შეზღუდული. აპარატის სისტემა აკონტროლებს დასხივების პარამეტრების სიზუსტეს ყოველ 10 მილიწამში სხივური თერაპიის მთელი ციკლის განმავლობაში. TrueBeam-ი მკურნალობის შანსს აძლევს ისეთ ავადმყოფებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ ჩაიტარებდნენ სხივურ თერაპიას; ექიმებს რთული შემთხვევების დროს მკურნალობის სხვადასხვაგვარი ვარიანტები უჩნდებათ, კერძოდ, ირგვლივ მყოფი ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვით რამდენიმე პათოლოგიური კერის ერთდროულად დასხივების შესაძლებლობა. ეს აპარატურა უზრუნველყჰოფს სუნთქვასთან სინქონიზებულ სხივურ თერაპიას, რაც კლინიცისტებს პაციენტის სუნთქვით ციკლთან მიმართებაში სიმსივნის მდებარეობის კორრელაციის საშუალებას აძლევს.

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის საკონტაქტო ტელ ნომერი: +995 32 2 342524

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19